კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 10-16 ივლისი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 10-16 ივლისი

სავსემთვარეობა მშვიდობიანად და ყოველგვარი ექსცესების გარეშე გადაადგორეთ, მინდა გაგახაროთ, წინ საკმაოდ ჰარმონიული და პოზიტიური კვირა გველის. საქმე იმაშია, რომ უკვე 7 ივლისიდან მოყოლებული, თითქმის 20 ივლისის ჩათვლით აქტიურია ვენერასა და მერკურის ჰარმონიული ასპექტი. რომელიც თავის მხრივ მიმდინარე კვირაში მიაღწევს საკუთარ აპოგეის წერტილს.

რაც იმას ნიშნავს, რომ გამარტივდება საქმიანი მოლაპარაკებების წარმოება, წარმატებით ჩაივლის მოკლევადიანი მივლინებები და შეხვედრები. არაჩვეულებრივად შესაფერისი დროა საიმისოდ, რომ პირად და სასიყვარულო ურთიერთობებში "სიტყვები საქმედ აქციოთ" და ზუსტად მიმდინარე კვირის მანძილზე სცადოთ საყვარელ ადამიანთან შერიგება ან უკვე არსებული ურთიერთობების დასერიოზულება. მიმდინარე კვირა კარგია ასევე იურიდიული და ბიუროკრატიული საკითხების მოსაგვარებლად. აქტიურად მოინახულეთ თეატრი, კინო, საგამოფენო და საკონცერტო დარბაზები. მერწმუნეთ, ამგვარი აქტივობა დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს მოგანიჭებთ. დაგეგმეთ ძველ მეგობრებთან შეხვედრები, გაიხსენეთ ბავშვობის შთაბეჭდილებები. შესანიშნავი კვირაა ძველი ნაცნობობის აღსადგენად ან ახალ ეტაპზე გადასაყვანად. არანაკლებ დადებითი პერიოდია მოკლევადიანი ფლირტის წამოსაწყებად.

მით უმეტეს, იზრდება მგზავრობისას დაწყებული რომანების ალბათობა. ბიზნეს საქმიანობაში აჯობებს შეხვედრები არაფორმალურ გარემოში დაგეგმოთ. ასე გაცილებით დიდია თქვენთვის მომგებიანი შეთანხმების მიღწევის შანსი. თუმცა, აქვე გაგაფრთხილებთ, ნეგატიურ ტენდენციებზეც. კერძოდ, კვირის დასაწყისში მაქსიმალურად მოერიდეთ საკუთარი გავლენისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას. მაქსიმალური კანონმორჩილება გამოიჩინეთ სამართალდამცავ ორგანოებთან.

კვირის შუაგული იდეალური დროა საიმისოდ, რომ დაკავდეთ სპორტით, დაგეგმოთ მოკლევადიანი მოგზაურობა ან ლაშქრობა. კვირის მიწურულს პლანეტა მარსი ნეგატიურ ასპექტში შედის პლანეტა ურანთან. რაც იმას ნიშნავს, რომ მოიმატებს იმპულსურად დაწყებული კონფლიქტების ალბათობა. არანაკლებ გააქტიურებული იქნება ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი. სასურველია ამ პერიოდში არანაკლები სიფრთხილე გამოიჩინოთ მანქანა-დანადგარებთან და ელექტრო-ხელსაწყოებთან, არ არის გამორიცხული, რომ მწყობრიდან ადვილად გამოვიდეს ტექნიკა.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?