რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი მოვლენების განვითარების დიდი შანსი არსებობს დედამიწაზეც. ასე მაგალითად, 12 ივნისს პლანეტა მერკური "მშობლიურ" ტყუპის ზოდიაქოს დატოვებს და სენსიტიური კირჩხიბის ნიშანში დაიდებს ბინას. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ურთიერთობაში გაცილებით უფრო ემოციურები, ინტუიტიურები და მგრძნობიარეები გახდებიან. წინ წამოიწევს საოჯახო თემატიკაზე აგებული საკითხები. აქტიურ ფაზაში შევა და-ძმებთან და ახლო წრის ნათესავებთან ურთიერთობის პერიპეტიები. 13 ივნისს ზემოხსენებული მერკური ასპექტს გააკეთებს პლანეტა ურანთან, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ბევრ მოულოდნელ და ახალ ამბავს გავიგებთ ამ დღეს. შესაძლოა მოულოდნელად აეხადოს ფარდა საოჯახო საიდუმლოებებს და ა.შ.
13 ივნისსვე ველოდებით ახალმთვარეობას ტყუპის ზოდიაქოს ნიშანში. რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ახლო წრის ადამიანებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე მუშაობის აუცილებლობას. ახალი მთვარე ტყუპში საშუალებას მოგცემთ მოიშოროთ ან მინიმუმამდე დაიყვანოთ ისეთი კონტაქტების რიცხვი, რომელიც რეალურად არაფრის მომცემია თქვენთვის ან მარტოოდენ ვალდებულებებს უკავშირდება. ეს საუკეთესო დღეა თქვენი ახლო წრის "გასაფილტრად". დაფიქრდით, რა ტიპის კომუნიკაცია და ურთიერთობები განიჭებთ სიამოვნებას და სიმშვიდეს. თამამად თქვით უარი დამღლელ და ნეგატიურ კავშირებზე.
13 ივნისი ზოგადად მოვლენებით დატვირთული დღე იქნება. იმიტომ რომ ახალმთვარეობასთან ერთად ამ დღეს ემთხვევა, პლანეტა ვენერას კირჩხიბის ზოდიაქოდან ლომის ზოდიაქოში გადაბრძანება. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდიდან მოყოლებული დაახლოებით ერთი თვის მანძილზე, სასიყვარულო და პარტნიორულ კავშირებში მოიმატებს რომანტიზმის ელემენტები, თეატრალურობა და დრამატიზმი. ეს საუკეთესო პერიოდია შემოქმედი და შოუბიზნესში მოღვაწე ადამიანებისთვის პროფესიონალურ სარბიელზე წარმატების მისაღწევად.
15 ივნისს ვენერა კვადრატურაშია პლანეტა ურანთან. რაც იმას ნიშნავს, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეზღუდოთ პარტნიორულ და სასიყვარულო ურთიერთობაში თქვენი მეორე ნახევრის თავისუფლება. ასევე იზრდება მოულოდნელად, უჩვეულო გარემოში დაწყებული რომანების ალბათობაც.
კვირის მიწურულს პლანეტა მერკური ოპოზიციას შექმნის სატურნთან. რის ხარჯზეც ასაკით უფროს და თანამდებობრივად ზემდგომ ადამიანებთან აუცილებლად მოგიწევთ კომპრომისის მონახვა ურთიერთობაში.