კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 11-17 სექტემბერი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 11-17 სექტემბერი

ეს კვირა საკმაოდ პოზიტიურად დაიწყება და ზუსტად კვირის პირველი ნახევარი იქნება ის წარმატებული პერიოდი, როცა ძალიან ბევრ ჩვენგანს საშუალება ექნება ცივი გონებით, გააზრებულად და რაც მთავარია, წინდახედულად მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე ფინანსური ოპერაციების კუთხით. ნუ ენდობით საყოველთაოდ გავრცელებულ, ნეგატიურ ცრურწმენებსა და მაქსიმალური ყურდღება გაამახვილეთ 13 რიცხვზე, ეს კარგი დღეა საკუთარ პარტნიორთან კონსტრუქციული დიალოგის და დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად. ასევე, შესაბამისი დროა საკუთარი შემოსავლებისთვის "ფინანსური რევიზიის" ჩასატარებლად და ბიუჯეტის გაცილებით უფრო რაციონალურად, წინდახედულად დასაგეგმად.

14 სექტემბერს წინდახედულება გამოიჩინეთ ზემდგომებთან ურთიერთობაში. გაგებით მოეკიდეთ დაკისრებულ ვალდებულებებს სამსახურში. თუმცა, აუცილებელია, ობიექტურად შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები და არავითარ შემთხვევაში არ აიღოთ საკუთარ თავზე იმაზე მეტი ვალდებულება, რომლის შესრულებაც რეალურად არ შეგიძლიათ. იმ შემთხვევაში თუკი სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციას იკავებთ, ხელქვეითებთან განსაკუთრებული დიპლომატიურობა და ტაქტი დაგჭირდებათ. არ არის გამორიცხული ამ დღეს მათი მხრიდან ღიად თუ ირიბად დაფიქსირებული პრეტენზიების სიმრავლემ "მოგჭრათ თვალი". სიტუაციას აუცილებლად განმუხტავს მშვიდი, კონსტრუქციული დიალობის წამოწყება. ამ დღეს სიფრთხილე გამოიჩინეთ ბიუროკრატიული საკითხების წარმოების კუთხით. სასურველია, თუკი არ შეხვალთ კონფლიქტში კანონის წარმომადგენლებთან.

15 სექტემბერი ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში შესაძლებელია გაუთვალისწინებელი ხარჯების სიმრავლით აღინიშნოს. ასეთ დღეებში ადამიანებს დაუძლეველი სურვილი აქვთ საკუთარი ფინანსები, შესაშური გულგრილობით გაატანონ ქარს. პარტნიორულ ურთიერთობაში ერიდეთ გადამეტებულ მოლოდინებს და მეორე ნახევრის მიმართ მომატებულ პრეტენზიებს, რომელიც ძირითადად ფინანსურ საკითხებზე აისახება. სამაგიეროდ, ეს დღე კარგია მოკლევადიანი ფლირტის დასაწყებად . მით უმეტეს, თუ ურთიერთობები მოგზაურობისას ან საქმიანი მოლაპარაკებებისას განვითარდება.

16 სექტემბერი კვირის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული, სტრესული და კონფლიქტური დღეა. მარისისა და მერკურის შეერთება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში, ამ დღეს გამოიწვევს კორპორატიული თუ კერძო სახის კონფლიქტების პროვოცირებას. არსებობს იმის ალბათობაც, რომ ურთიერთობა გაგიფუჭდეთ ახლო წრის ნათესავებთან, დედმამიშვილებთან ან მეზობლებთანა. ასევე სასურველია, მაქსიმალური სიმშვიდე და წინდახედულება გამოიჩინოთ საჭესთან. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს იმპულსების კარნახით და აუცილებლად მოუსმინეთ თანამოსაუბრეს, სანამ საბოლოოდ გადაწყვეტდეთ ამა თუ იმ საკითხში მის დადანაშაულებას.

მშვიდ და პროდუქტიულ კვირას გისურვებთ Innocent

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?