კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 12-18 დეკემბერი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 12-18 დეკემბერი

მზადება და ფაციფუცი, რაღა თქმა უნდა, დაკავშირებულია მღელვარებასთან, გარკვეულ სტრესთან, ემოციებთან. ამ კვირაში კი რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, პლანეტარული განლაგებაც უწყობს ამ ყველაფერს ხელს. შესაბამისად, მოახლოებული პერიოდი საკმაოდ დინამიკური, ემოციურად დატვირთული და მოვლენებით სავსე იქნება.

კვირის დასაწყისში მთვარის ნეგატიური ასპექტების გამო მართალია, მოკლევადიანი, მაგრამ პრობლემების ალბათობაა ქალებთან კომუნიკაციაში. შესაძლებელია, სამსახურებრივადაც წარმოიშვას გაუგებრობები, რომელიც სუსტი სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობას უკავშირდება. ამ კვირაში ზოგადად მთვარის ენერგეტიკა ნეგატიურად აისახება ქალებზე, იმიტომ რომ, უკვე ოდნავ მოგვიანებით - 14 დეკემბერს სავსემთვარეობაც იმოქმედებს მსოფლიოს სუსტი ნახევარის წარმომადგენელთა განწყობაზე.

თუმცა, სანამ მთვარე გაივსება და ადამიანები გონების ნაცვლად გულითა და ემოციებით დაიწყებენ მოქმედებას, მზისა და ურანის დადებითი ასპექტი დაფიქსირდება ცაზე. რაც დადებითი კუთხით კრეატიულ იდეებს, ჯგუფური საქმიანობის პერსპექტიულად განვითარებას მოგვცემს. კარგი პერიოდია მათთვის, ვინც სოციალურ სამსახურშია, დაკავებულია პოლიტიკით ან უახლესი ტექნოლოგიებით. იდეალური დროა ვებ-დიზაინერებისა და აიტი-სპეციალისტებისთვისაც.

14 დეკემბერს, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სავსემთვარეობას ველით ტყუპის ზოდიაქოს ნიშანში. რაც იმას ნიშნავს, რომ კარგი დროა დავპროგრამდეთ პოზიტივზე. მიზნებზე, რომელიც სწავლას, მენტალურ განვითარებას, და-ძმებთან და ახლო წრის ადამიანებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, მოკლევადიან მგზავრობას, ინფორმაციის მიღება-გადაცემას ეხება. დაფიქრდით, რისი ცოდნა გესაჭიროებათ საიმისოდ, რომ უფრო წარმატებული გახდეთ. იქნებ დროა ხელი თვითგანვითარებას მიჰყოთ? სავსემთვარეობა ტყუპის ზოდიაქოს ნიშანში შესანიშნავი დროა საკუთარი თავისთვის თვითგანათლების კურსის დასაწყებად.

გადახედეთ თქვენს ახლო კონტაქტებს. იქნებ დედმამიშვილებთან ურთიერთობა საჭიროებს დალაგებას და დარეგულირებას. ჰოდა, ზუსტად რომ დროა ამ სახის პრობლემების მოსაგვარებლად. მოინდომეთ და სავსემთვარეობას ყველაფერი გამოგივათ!

კვირის ბოლოს სიტყვაუხვობასა და ამაო დაპირებებს მოერიდეთ.

იმიტომ რომ, იუპიტერი-მერკურის ნეგატიური ასპექტი ბევრ ჩვენგან წაახალისებს ამაო ვალდებულებების საკუთარ მხრებზე წამოკიდებისკენ, რაც დამერწმუნეთ, მომავალში მინიმუმ მსუბუქი კონფლიქტით, მაქსიმუმ კი რეპუტაციის გვარიანი შელახვით დასრულდება. იმიტომ რომ, ალბათობა იმისა, რომ ახლააღებულ ვალდებულებებს თავი ვერ გაართვათ საკმაოდ დიდი იქნება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?