პარტნიორულ და სასიყვარულო ურთიერთობებს. კვირის დასაწყისში წარმოქმნილი ვენერა-პლუტონის ოპოზიცია ადამიანებში ეჭვიანობის გრძნობას გააძლიერებს. შესაძლებელია, მესაკუთრულმა მოთხოვნებმა პიკსაც მიაღწიოს და საქმე კონფლიქტამდეც მივიდეს. ამიტომ ამ კვირაში ისე როგორც არასდროს, აუცილებელია საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ტოლერნტულობისა და ნდობის გამოჩენა. თუმცა, მათთვის ვინც მარტოა, შესაძლებელია ზუსტად ამ კვირამ მოიტანოს მოკლევადიანი, მაგრამ ვნებით სავსე ურთიერთობების დასაწყისი. ვენერა ფინანსების სიმბოლური მმართველია, პლუტონთან ოპოზიცია კი იმას გამოიწვევს, რომ გარკვეული შეფერხებები შეექმნებათ საბანკო-საფინანსო და სადაზღვევო სფეროში მომუშავე ადამიანებს.
სასურველია, მოზომოთ მადა და ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაცია, მით უმეტეს, თუ იგი საგადასახადო სისტემასთან კავშირშია დიდი სიფრთხილით აწარმოოთ. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ წინა კვირიდან მოყოლებული პლანეტა მერკური რეტრო ფაზაში იმყოფება სექტემბრის დასაწყისამდე, რაც თავის მხრივ ართულებს ადამიანებს შორის კომუნიკაიცის ხარისხს. რთულად მიმდინარეობს ასევე საქმიანი მოლაპარაკებები და ძნელდება ნებისმიერი სახის შეთანხმება.
ყველაფერ ამას 17 აგვისტოს სიმძაფრეს დაუმატებს ვენერასა და იუპიტერის კვადრატი. რომელიც თავის მხრივ გააძლიერებს ფინანსურ და საბანკო საკითხში პრობლემების ალბათობას. ეს ის პერიოდია, როცა სასურველია ერიდოთ ფინანსების უმისამართოდ ხარჯვას და უთავბოლო შოპინგს. მით უმეტეს, რომ რეტროგრადული მერკურის პერიოდში გაკეთებული შენაძენი, როგორც წესი, თითქმის ყოველთვის წარუმატებელია და სამომავლოდ არცთუ კმაყოფილი იქნებით შოფინგის შედეგებით. პირად ცხოვრებაში ერიდეთ ზედმეტ მოთხოვნებს და ულტიმატუმებს საყვარელი ადამიანის მისამართით. მოსალოდნელია ასევე დავა ფინანსური საკითხების ან ერთობლივი ბიუჯეტის არასწორად განკარგვის გამო.
20 აგვისტოდან ძალაში შედის მარსისა და იუპიტერის დადებითი ასპექტი. რომელიც საშუალებას მოგცემთ ეფექტურად დაგეგმოთ მივლინება, მოკლევადიანი მოგზაურობა, იურიდიული საკითხები. თუმცა, სექტემბრის დასაწყისამდე მაინც სასურველია, თუკი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისგან ნებისმიერ საქმეში თავს შეიკავებთ და ამ ეტაპზე მარტოოდენ სამომავლო პერსპექტივების დაგეგმვით შემოიფარგლებით.
კვირის ბოლოს მზისა და ურანის ასპექტაცია გაფრთხილებთ, რომ მზად უნდა იყოთ მოულოდნელობებისთვის. როგორც საქმიანი, ისე ფინანსური კუთხით. სამაგიეროდ, კარგი პერიოდია მეგობრებთან ერთად უქმეების დასაგეგმად. ასევე ნაყოფიერია ეს დღეები ინტერნეტ-ტექნოლოგიებით დაკავებული ადმიანებისთვის.
დაბოლოს, აუცილებელია კვირის მიწურულს მოსალოდნელ მზის დაბნელებაზეც გაგაფრთხილოთ, რომელიც 21 აგვისტოს შედგება. როგორც წესი დაბნელების ენერგეტიკა ძალაში უშუალოდ 21 აგვისტომდე შედის. ამიტომ ეს კვირა ფაქტობრივად მოსამზადებელი პერიოდია ამ მნიშვნელოვანი მოვლენის წინ. შესაბამისად, კვირის მეორე ნახევრიდან მოყოლებული მაქსიმალურად აკონტროლეთ აგრესია, შფოთვა.. მოერიდეთ კონფლიქტებს და აკონტროლოთ ემოციები.
სიმშვიდეს, ოპტიმიზმსა და ნაყოფიერ კვირას გისურვებთ!