- შეიძლება ითქვას. იმიტომ რომ, ზუსტად ორშაბათს, იმ დღეს, რომელსაც კვირის ყველაზე "მძიმე დღეს" უწოდებენ - სავსემთვარეობას ველით. თანაც სად - არც მეტი, არც ნაკლები კუროს ზოდიაქოს ნიშანში. რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ ამ დღეს ყველაზე აქტუალური თემა ყველასთვის ესოდენ საჭირბოროტო, მატერიალური საკითხები იქნება.
კურო ზოდიაქოს მეორე სახლის - ფულის სახლის მმართველია, ამიტომ სავსემთვარეობა ზოდიაქოს ამ ნიშანში მოგვცემს გასაოცარ პერსპექტივებს მატერიალური პრობლემების გადაჭრის მხრივ. ოდითგანვე მიჩნეული იყო, რომ ნებისმიერი საქმის წამოწყება გრანდიოზული შედეგებით დაგვირგვინდებოდა. სავსე მთვარე, ჩვენს ჩანაფიქრებს და სურვილებს "აბევრებს" - იგი მოქმედებს როგორც გამადიდებელი შუშა. თუმცა, სურვილების ჩაფიქრებას მაინც ფრთხილად მოეკიდეთ. იმიტომ რომ, ბრძნული გამოთქმა "გეშინოდეთ თქვენი სურვილების, ისინი შესაძლოა მართლაც ასრულდნენ" ხშირად ერთობ აქტუალურია ხოლმე. ჰოდა, ნებისმიერი ჩანაფიქრი, რომელსაც სავსე მთვარეობას მესიჯის სახით უგზავნით სამყაროს, აუცილებლად უნდა იყოს სწორად ფორმულებული და რაც ყველაზე მთავარია, არ უნდა შეიცავდეს სხვისთვის ნეგატივის მომტან ინფორმაციას ან ფიქრებს.
სავსემთვარეობის პერიოდში ადამიანებში ემოციური ფონი მატულობს, შფოთვას განსაკუთრებით იგრძნობენ სუსტი სქესის წარმომადგენლები იმტომ, რომ მთვარე ქალური ენერგეტიკის მქონე პლანეტაა. ამ პერიოდში ზოგადად მატულობს კონფლიქტურობის კოეფიციენტი ადამიანებში, ხშირია ემოციურ ფონზე მიღებული გაუაზრებელი გადაწყვეტილებების ალბათობა, რაც საბოლოო ჯამში სერიოზულ კონფლიქტამდე მიგიყვანთ. კვირის დასაწყისში არამც და არამც არ ღირს ფინანსურ საკითხებზე ზემდგომებთან დაპირისპირება. თუმცა კარგი პერიოდია საიმისოდ, რომ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები მოაგვაროთ და დაარეგულიროთ.
სავსემთვარეობას კვალში მოჰყვება მარსისას და მერკურის ასპექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ აგრესიული ფონი, კონფლიქტების ალბათობა და მნიშვნელოვან მოლაპარაკებებში პრეტენზიული ტონი, ერთი-ორად გააქტიურდება. გარდა ამისა, კვირის შუამდე ძალიან აქტიურია ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი . შესაბამისად, დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ საჭესთან. ასევე უნდა გადაამოწმოთ ავტომობილის ტექნიკური გამართულობაც.
შუა კვირაში პლანეტა ნეპტუნი ნეგატიურ ასპექტს გააკეთებს მერკურთან, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა სახის ინტრიგების, მანიპულაციებისა და გაურკვევლობების ალბათობა მოიმატებს ურთიერთობებში. აქედან გამომდინარე, 18-20 ნოემბრის პერიოდში კარგი იქნება თქვენ მიერ მიღებული, ნებისმიერი ინფორმაცია კარგად გადაამოწმოთ. არ აჰყვეთ ჭორებს და ბრმად არ ენდოთ არავის ნათქვამს, მით უმეტეს, თუ თემა ზემდგომებთან ურთიერთობას ან კარიერულ თემებს ეხება.
კვირის ბოლოს, იგივე ნეპტუნი ასპექტს გააკეთებს პლანეტა ვენერასთან, რომელი თავის მხრივ პასუხს პირად და სასიყვარულო კავშირებზე აგებს ძირითადად. ამიტომ ამ პერიოდში, ისე როგორც არასდროს დიდი ყურადღების, დიპლომატიისა და ტაქტის გამოჩენა გმართებთ საყვარელ ადამიანებთან. აუცილებელია გამოიჩინოთ მაქსიმალური გულწრფელობა და პარტნიორთან ნებისმიერ, თუნდაც პრობლემატურ საკითხზე ისაუბროთ გახსნილად და დაუფარავად. ერიდეთ ღალატს და ჭორებს. არ აჰყვეთ ცდუნებებს და ილუზიებს პირად ცხოვრებაში. გარდა ამისა, სიფრთხილით მოეკიდეთ ახალ ნაცნობობას, რამდენადაც ნეპტუნი ქაოსისა და ილუზიების პლანეტაა, ხოლო მისი გავლენით მიმდინარე კვირას დაწყებული ნაცნობობა შესაძლოა სამომავლოდ სულაც არ აღმოჩნდეს ისეთი პერსპექტიული როგორც ერთი შეხედვით გვეჩვენება.