კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 15-21 დეკემბერი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 15-21 დეკემბერი

დაიწყება. გამორიცხული არ არის საზოგადოება რაიმე ტიპის, რელიგიურ ან იდეოლოგიურ ნიადაგზე წარმოქმნილი დაპირისპირების მომსწრეც გახდეს, რომელიც მასმედიის საშუალებებით ტირაჟირდება. ამ პერიოდში აუცილებელია, ნებისმიერმა ადამიანმა მკვეთრად დაიცვას გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას მორალურ-ეთიკური ნორმები. პატივი ეცით სხვის თავისუფლებას, მით უმეტეს თუკი თქვენი საქმიანობა ჟურნალისტიკას, საზოგადოებასთან ურთიერთობას, სოციალურ სფეროს ან მარკეტინგს უკავშირდება. მომხმარებელთან ურთიერთობისას მაქსიმალური ლოიალურობა და კეთილგანწყობა გამოიჩინეთ. ნურავის მოახვევთ თავს საკუთარ შეხედულებებს, თუნდაც ყველაზე მშვიდობიანი ფორმით.

17 დეკემბრიდან, საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც სერიოზულ ბიუროკრატიულ პროცედურებსა და გეგმაზომიერ მიდგომას საჭიროებს, უფრო მარტივად მოგვარებადი ხდება. თუმცა, აუცილებელია დაიცვათ პროტოკოლი და მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდოთ ისეთ საქმეებს, რომელიც სხვებზე პასუხისმგებლობის აღებას გავალდებულებთ.

18-20 დეკემბრის შუალედში, განსაკუთრებით იზრდება სამედიცინო სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის შეცდომების დაშვების ან პროფესიული კუთხით მარცხის ალბათობა. სასურველია ამ პერიოდში არ დაიგეგმოს მნიშვნელოვანი ქირურგიული ოპერაციები და ხანგრძლივი მკურნალობის კურსის დაწყება.

20-21 დეკემბრის შუალედში აქტიურდება წყვილებს შორის დრამატული, ემოციური კონფლიქტების წამოწყების ალბათობა. გამორიცხული არ არის იმატოს ეჭვიანობის სცენებმა, რომელიც ძირითადად სასიყვარულო სამკუთხედის არსებობას უკავშირდება. სასურველია ამ პერიოდში თავი შეიკაოთ პარტნიორთან კონფლიქტის გაჩაღებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები ერთობ რთულად გამოსწორებადი იქნება. უმჯობესია მოქმედების თავისუფლება მისცეთ თქვენს მეორე ნახევარს ან საყვარელ ადამიანს და მის არჩევანს პატივი სცეთ მაქსიმალურად. ასე უფრო გაადვილდება მასთან საერთო ენის გამონახვა სამომავლოდ.

კვირის ბოლოს განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ ელექტროტექნიკასთან და დანადგარებთან მუშაობის პროცესში. კარგად გადაამოწმეთ ასევე ავტომობილის ტექნიკური გამართულობა.

სასურველია აკონტროლოთ სიჩქარეც საჭესთან და ნაკლებად მისცეთ თავს ტრასაზე "ხულიგნობის" უფლება.

იღბალს, პოზიტიურ ფიქრებსა და ღიმილს გისურვებთ!

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?