კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 16- 22 აპრილი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 16- 22 აპრილი

ითვლება "მძიმე" დღედ ეს ფაქტიც დაუმატებს სიმძაფრეს. თუმცა, ის ვინც ასტროლოგიაში მეტ-ნაკლებად ერკვევა, იცის ისიც, რომ ნებისმიერი პლანეტარული მოვლენა შეუძლია სათავისოდ და ეფექტურად გამოიყენოს. ახალმთვარეობა კი თავის თავში, ძველის დასრულებისა და ახალი საწყისის ჩასახვის პოტენციალს მოიცავს. ვერძის ზოდიაქო პირველობის, დასაწყისის სიმბოლოა. ამიტომ ამ ორშაბათიდან შეგიძლიათ საბოლოოდ უთხრათ უარი საკუთარ მავნე ჩვევებს, სიზარმაცეს და გაუბედაობას. ვერძი ხომ ყველაზე მამაცი ზოდიაქოს ნიშანია. შესაბამისად, იქონიეთ მეტი სითამამე და ენთუზიაზმით შეუდექით თქვენი ახალი ცხოვრების შენებას. ახალმთვარეობისას ყველამ იცის, რომ მომატებულია ემოციურობა და აგრესიულობა. თანაც ვერძი ყველაზე აგრესიული ნიშანია დანარჩენ ნიშნებს შორის. ამიტომ აკონტროლთ საკუთარი ემოციები. არ შეხვიდეთ კონფლიქტში და მეტ დიპლომატია გამოიჩინეთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში.

17 აპრილს ვენერასა და იუპიტესი ნეგატიური ასპექტის გამო ცაზე ადამიანებში მოიმატებს მოთხოვნილებები, როგორც ფინანსურ სფეროში, ისე პრეტენზიების მხრივაც სასიყვარულო ურთიერთობებში. სასურველია, საკუთარი მოთხოვნები დაარეგულიროთ და ზედმეტი არ მოითხოვოთ საყვარელი ადამიანებისგან. ფინანასურ საკითხებში კი ნუ ეცდებით ერთბაშად მიიღოთ დიდი სარგებელი.

ზუსტად ამ დღეს პლანეტა მერკური რეტროგრადული მოძრაობიდან საბოლოოდ გამოვა. რის ხარჯზეც ამ დროიდან მოყოლებული ადამიანებში გაიზრდება კარგი ურთიერთკომუნიკაციის დონე. თამამად შეგიძლიათ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი მოვალეობები და საქმეები.

ასევე 17 აპრილს პლანეტა სატურნი რეტროგრადული ხდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროიდან დაწყებული მოსალოდნელია გარკვეული შეფერხებები სამსახურებრივ სარბიელსა და კარიერაში. ეს არის დრო, როცა ძალიან ბევრი ადამიანი დაფიქრდება და გადააფასებს საკუთარი პროფესიონალიზმის დონეს.

18 აპრილს მზისა და ურანის შეერთების გამო მოსალოდნელია დაუგეგმავი მოვლენები. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსურ საკითხებში და მოლაპარაკებისას. მზად იყავით სიტუაციაში ლავირებისთვის და ალტერნატიული ვარიანტის მოსაძებნად.

20 აპრილს მზე ვერძის ზოდიაქოს ნიშნიდან კუროს ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს. რაც იმას ნიშნავს, რომ იწყება საკმაოდ სტაბილური და მომგებიანი პერიოდი ფინანსური ოპერაციების კუთხით. ადამიანები უფრო ჭკუადამჯადარები და პრაქტიკულები გახდებიან.

კვირის ბოლოს სატურნთან ერთად პლანეტა პლუტონიც ასევე რეტროგრადული ხდება. რის ხარჯზეც არ არის გამორიცხული გართულდეს სიტუაცია საერთაშორისო, პოლიტიკურ სარბიელზე. მოსალოდნელია მკვეთრი სამთავრობო ცვლილებები და გადაადგილებები.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?