კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 16 - 22 მარტი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი  16 - 22 მარტი

გირჩევთ მიმდინარე კვირის დასაწყისიდანვე შეიარაღებას, ძვირფასო მკითხველებო. მარტის და ზოგადად წლის, ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ, დინამიკურ და მოვლენებით დატვირთულ კვირას გავდივართ. რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ ბევრი მოულოდნელობა გველის წინ. მათ შორის ნეგატიურიც და პოზიტიურიც. თუმცა, მოდით, ჯერ გაფრთხილებით დავიწყოთ და "ტკბილი ლუკმა" დესერტად მოვიტოვოთ სტატიის ბოლოსკენ, როგორც დამამშვიდებელი საშუალება...

ვინაიდან და რადგანაც ე.წ. "პრე-დაბნელების წინა" პერიოდია, უკვე ორშაბათიდან მოყოლებული კონფლიქტურობა მოიმატებს, როგორც სამსახურებრივ, ისე პირად კონტაქტებში. თუმცა, განსაკუთრებული სიმძაფრით ეს ზემდგომებსა და დაქვემდებარებულებს შორის დაპირისპირებაში გამოიხატება, ამიტომ მაქსიმალურად მოარიდეთ თავი კონფლიქტს კორპორატიულ სივრცეში - უფრო მეტიც, ამ კვირის მანძილზე გამოვლენილი ნებისმიერი ტიპის აგრესია (მით უმეტეს თუკი იგი არცთუ სამართლიანი ან საფუძველს მოკლებულია თქვენი მხრიდან) ძალზე ფატალური შედეგებით შესაძლოა დასრულდეს თავად აგრესორისთვის.

მერწმუნეთ, ეს უბრალოდ სიტყვები არ გახლავთ, დაბნელების პირას გამართულ კონფლიქტებს, სამყარო ყოველთვის ადეკვატურად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მყისიერად ეხმიანება - შესაბამისად, ღმერთმა ნუ ქნას, რომ აგრესორის როლში თავად აღმოჩნდეთ! იმ შემთხვევაში კი თუ თავად თქვენი მისამართით აღვივებენ შუღლს ადა აგრესიას, უბრალოდ მდუმარედ გაერიდეთ შექმნილ მოცემულობას... ამ საქციელის დადებთ შედეგს კი თავად იხილავთ მალე.

კვირა აქტიური იქნება (და არის) პოლიტიკურ სპექტრში მიმდინარე მღელვარე მოვლენებით. ამ ყველაფრის პიკი კი დაახლოებით 17-18 მარტს მიაღწევს კულიმინაციურ წერტილს. ამ ეტაპზე ეს ბოლო ზუსტი ასპექტია ორ დიდ პლანეტას შორის, რომელსაც როგორც წესი, მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა ტიპის დაპირისპირებები მოაქვს. იმედს ვიტოვებ, რომ ამ ეტაპზე მშვიდად გადაიტანს მსოფლიო რიგით ბოლო კვადრატურას და დაბნელების ნეგატიური ენერგეტიკა ასე თუ ისე განეიტრალდება.

ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაში კი ზემოთ ხსენებული ორი დღე 17-18 მარტის შუალედი, შესაძლოა გაუაზრებელი საქციელის, ემოციების სპონტანურად გამოვლენის და ეთნიკურ-რელიგიურ ან მორალურ ნიადაგზე დაწყებული კონფლიტების პროვიცირების მიზეზად იქცეს . ასე რომ, აღარ გავმეორდები და ხელახლა აღარ დაიწყებ ნოტაციებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სიმშვიდე და ლოიალურობა ამ დღეებში.

ზოგადად კვირის მანძილზე სასურველი არ გახლავთ იურიდიული საკითხების მოგვარება ან წამოჭრა. გარდა ამისა, არ არის მიზანშეწონილი საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებების წამოკიდება. ეს ის დროა, რომელიც აჯობებს სამომავლო გეგმების დასახვას დაუთმოთ და არა უშუალოდ მათ რეალიზაციას. რისკი იმისა, რომ ზედმეტად ბევრს აიღებთ საკუთარ თავზე და სამომავლოდ დანაპირების შესრულება გაგიჭირდებათ (მით უმეტეს, თუ თქვენი პროფესია იურისპრუდენციას, სამოქალაქო სექტორში მუშაობას, სოციალურ სფეროს ეხება) ძალზე დიდი იქნება.

კვირის დამაგვირგვინებელი მოვლენა მზის სრული დაბნელება იქნება თევზების ზოდიაქოს ბოლო გრადუსებში, თუმცა ამ თემის შესახებ მალე ვრცელ და ამომწურავ სტატიას შემოგთავაზებთ ამიტომ დღეს ამ საკითხზე აღარ შევჩერდებით. მით უმეტს, რომ დაბნელებას "ბონუსად" ისეც მოსდევს კვირის მანძილზე მრავალმხრივი ნეგატიური ასპექტი.

დაბოლოს, აუცილებლად მინდა, სტატია პოზიტიური ინფორმაციით დავასრულო, იმიტომ რომ არასოდეს არ გახლავთ სიტუაცია ცალსახოვანი და სამყაროში ყველაფერი, ყოველთვის გარკვეულ კანონზომიერებას ემორჩილება . შესაბამისად, სადაც არის ნეგატივი, იქ აუცილებლად თავისუფლდება გზა პოზიტიური ძვრებისთვის. ასე რომ ეს გაითვალისწინეთ!

გარდა ამისა, პლანეტა ვენერა ზუსტად ამ კვირის მანძილზე დატოვებს აგრესიული და ფეთქებადი ვერძის ზოდიაქოს, რაც იმის ნიშანია, რომ ადამიანებში უკვე მიმდინარე კვირიდან დაწყებული, მომდევნო ერთი თვის რადიუსში გაძლიერდება სერიოზული ურთიერთობების წამოწყების მოთხოვნილება. ეს არის დრო, როცა საფუძველი არაერთ, პოტენციურ ოჯახურ წყვილსაც შეიძლება ჩაეყაროს, მით უმეტეს, თუ მათ შესძლეს მოახლოებული ნეგატიური პერიოდის მშვიდად და ჰარმონიულად გადაგორება.

სიყვარულს გისურვებთ და მოთმინებას! Innocent

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?