. სწორედ ამ კვრიას ემთხვევა ე.წ. "გველმჭერის ზონა" ასტროლოგიაში. შესაბამისად, უახლოესი კვირა ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში, შესაძლოა ერთგვარი "ტრანსფორმაციის პერიოდადაც" კი იქცეს ამა თუ იმ კუთხით. ეს შეიძლება იყოს კონფლიქტები სამსახურში, დაძაბულობა პირად ცხოვრებაში, ფინანსური საკითხების მოგვარებისას წარმოქმნილი გაუგებრობები და ა.შ.
კვირის დასაწყისი ჰარმონიული პერიოდია მათთვის, ვისაც დიდ სოციუმთან უწევს სამსახურეობრივად ურთიერთობა. სასურველია, ამ დროს დაიგეგმოს საჯარო გამოსვლები, სწავლებები, ტრენინგები და კორპორატიული თათბირები . იმიტომ რომ, მიმდინარე პერიოდში მარტივად ხდება საერთო იდეის გარშემო ადამიანების კონსოლიდაცია და გაერთიანება.
16-18 ნოემბრის შუალედში ეფექტურად წარიმართება მაღალჩინოსნებთან ან ოფიციოზთან დაგეგმილი ნებისმიერი მოლაპარაკება. არანაკლებ მომგებიანია ვიზიტები საზღვარგარეთ, სამსახურეობრივი მივლინენები და შეხვედრები საკმაოდ ნაყოფიერი შედეგით დასრულდება.
18-20 ნოემბრის პერიოდში გართულებულია პირადი ურთიერთობები. ბევრი წყვილის ცხოვრებაში ექნება ადგილი, კონფლიქტებს, რომელიც ძირითადად ჭორებისა და ინტრიგების შედეგად პროვოცირდება. ამიტომ სასურველია კარგად გადაამოწმოთ მიღებული ინფორმაცია და მხოლოდ ამის შემდეგ წამოიწყოთ მკაცრი საუბარი პარტნიორთან ან მეუღლესთან.
20-22 ნოემბრის შუალედში კარგია სპორტული ღონისძიებების, ქალაქგარეთ ლაშქრობის ან მეგობრული თავყრილობების ორგანიზება. არანაკლებ მომგებიანია ეს პერიოდი მათთვის ვინც სპორტულ სარბიელზე მოღვაწეობს ან დაკავებულია ავტომობილების ყიდვა-გაყიდვით. კვირის ამ დღეებში თქვენ მიერ განხორციელებული ოპერაციები, საკმაოდ მომგებიანი იქნება.
22-23 ნოემბრის პერიოდში სასურველია არ დაგეგმოთ ახალი, გრანდიოზული პროექტები. არ წამოიწყოთ მსხვილბიუჯეტიანი ფინანსური გარიგება. მით უმეტეს, თუკი იგი ტექნიკის ყიდვა-გაყიდვას, ინტერნეტ-პროექტების მართვას ან განათლების სისტემას ეხება.
კონცენტრაციის უნარს, სიმშვიდესა და სიმამაცეს გისურვებთ!