კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 18-24 დეკემბერი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 18-24 დეკემბერი

ეს ალბათ ყველაზე ჯადოსნური პერიოდია მთელი წლის მანძილზე და ჩვენ ყველას, თუნდაც ყველაზე სკეპტიკურ ადამიანებსაც კი გვიჩნდება სურვილი ზუსტად ამ პერიოდში უსაზღვრო სიკეთის, ადამიანური გულის სითბოსა და სასწაულების არსებობის დავიჯეროთ. მით უმეტეს, რომ დამდეგი კვირა ახალმთვარეობით "იხსნება" და ეს ახალმთვარეობა არც მეტი, არც ნაკლები მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში უწევს. რაც თავის მხრივ გვაძლევს საშუალებას უპირველეს ყოვლისა დიდი "რევიზია" ჩავატაროთ საკუთარ აზროვნებაში, ფიქრებში, გეგმებსა და ოცნენებში. ეს დღე იდეალურია იმაზე დასაფიქრებლად, რა გინდათ დატოვოთ წარსულ წელიწადში და რა გეგმებით გსურთ, რომ მოვიდეს 2018-ში.

მშვილდოსანი ზოდიაქოს მეცხრე სახლის მმართველია, რომელიც ასევე შორეულ მოგზაურობებს, იდეალებსა და მისწრაფებებს შეესაბამება. იქნებ ნანატრი მოგზაურობა გინდათ საახალწლოდ და მთელი წლის მანძილზე ის არაერთგზის გადადეთ? იქნებ დიდი ხნის ნანახი ახლობლების მონახულებაზე იკავებდით თავს იმის გამო, რომ მგზავრობა მნიშვნელოვანი საქმეებისგან მოგაცდენდათ? ახლა ზუსტად ის დროა დააწყოთ გეგმები და აუცილებლად აჩუქოთ საკუთარ თავსაც და ახლობელ ადამიანებსაც დაუვიწყარი ემოციები.

თუმცა გახსოვდეთ, ეს კვირა მთელი წლის მანძილზე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვირაა, იმიტომ რომ პლანეტა სატურნი ზუსტად ამ კვირაში - უფრო ზუსტად კი 20 დეკემბერს იცვლის მდებარეობას და მშვილდოსნის ზოდიაქოდან, ე.წ. "საკუთარ სახლში" თხის რქის ზოდიაქოში გადაინაცვლებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ამ პერიოდიდან მოყოლებული აბსოლუტურად ახალი, მნიშვნელოვანი ეპოქა იწყება კარიერული და სამსახურეობრივი კუთხით. შესაბამისად, თუკი თქვენ წინა წლების მანძილზე მუყაითად შრომობდით, საყვარელ საქმეში დებდით მაქსიმალურ ენერგიას ფიზიკურსა თუ მორალურს, უახლოესი ორი წლის მანძილზე აუცილებლად მიიღებთ დამსახურებულ შედეგს კარიერული წინსვლისა და პროფესიული აღიარების კუთხით.

სატურნის კვალდაკვალ, უკვე 21 დეკემბერს მზეც მშვილდოსნის ზოდიაქოდან თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს. რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოესი ერთი თვის მანძილზე ყველას გველის გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, მნიშვნელოვანი პროფესიული მოვალეობები, "დედლაინები" და პასუხისმგებლობები. მით უმეტეს, რომ ცაზე ზუსტად 21 დეკემბერს მზისა და სატურნის შეერთება დაფიქსირდება. რაც კიდევ უფრო გაამძაფრებს პასუხისმგებლობების, ზემდგომებთან ურთიერთობების და საკუთარ თავზე აღებულ-დაკისრებული ვალდებულებების შესრულების საკითხს. დიახ, ეს ის პერიოდია, როცა ნამდვილად არ გამოგვივა არც ერთ ჩვენგანს "იოლად გამოძვრომა". სიზარმაცე და მოვალეობებისგან თავის არიდება ამ დღეებში არათუ გაუმართლებელი, ერთობ სახიფათოც კია. იმიტომ რომ, ამგვარმა ნაბიჯებმა შესაძლოა სამომავლოდ თქვენი კარიერაც კი შეიწიროს.

სამაგიეროდ, კვირის ბოლოს პლანეტა მერკური რეტროგრადული მოძრაობიდან ისევ დირექტიულ სვლაზე გადადის, რაც მნიშვნელოვნად გაადვილებს ადამიანებს შორის კომუნიკაციასა და ურთიერთობის ხარისხს. გარდა ამისა, გაადვილდება როგორც მნიშვნელოვანი, საქმიანი მოლაპარაკებების წარმოება ისე შეთანხმებების მიღწევა. მარტივი გახდება ინფორმაციის მიღება-გადაცემა. ამ პერიოდიდან კარგია მოგზაურობის დაგეგმვა ან ახალი პროექტების წამოწყება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?