კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 18-25 მაისი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 18-25 მაისი

ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ განვლილი ვიქენდები კარგად გაატარეთ, ნაყოფიერად დაისვენეთ და რაც მთავარია, ბევრი პოზიტიური ენერგია მიიღეთ. ახალმთვარეობის გამო მიმდინარე კვირის დასაწყისი ძლიერი სქესის წარმომადგენლებისთვის იქნება მეტ-ნაკლებად რთული, ემოციური კუთხით. ამიტომ სასურველია, 17-19 მაისის პერიოდში მამაკაცებმა ურთიერთობებში აგრესიულობის დონე და საჭესთან სიჩქარე მაქსიმალურად აკონტროლონ . ასეთ დღეებში სასურველია არ გადაიტვირთოთ თავი ფიზიკურად. გამორიცხული არც ისაა, რომ ზოგადად მამაკაცებში სასიცოცხლო ტონუსი და პოტენციალი ერთიორად დაიკლებს ზუსტად ახალმთვარეობის დღეებში. ნუ შეგეშინდებათ ამის. მიეცით თავს დასვენების და მოდუნების უფლება. მთვარის ფაზების ცვალებადობასთან ერთად თქვენი ენერგეტიკაც ეტაპობრივად მოიმატებს, ძვირფასო მამაკაცებო.

18 მაისიდან პლანეტა მერკურის რეტროგრადულობის გამო, ზოგადად გართულდება ადამიანებს შორის უშუალო კომუნიკაციის უნარი. ამიტომ თუკი შემთხვევით ისე მოგეჩვენათ, რომ თქვენ და თქვენი თანამშრომლები ან სულაც შეფი "ჩინურ" და ერთმანეთისთვის გაუგებარ ენაზე საუბრობთ, განგაშის ზარებს ნუ შემოკრავთ, ნურც სხვა სამსახურის ძიებას დაიწყებთ სასწრაფოდ - რეტრო მერკურის პერიოდში ამ მხრივ განსაკუთრებით გამოუსადეგარია. უმთავრესი, რაც მიმდინარე ერთი თვის მანძილზე მოგეთხოვებათ მეტი დაკვირვებულობა, მეტი პუნქტუალურობა და დეტალებისადმი მაქსიმალური ყურადღების გამოჩენის უნარია - მხოლოდ ასე აირიდებთ თავიდან გარკვეულ პრობლემებს, რომელიც მერკურის რეტრო-ფაზაში განლაგებას ხშირად მოსდევს თან.

18-20 მაისის შუალედი არც მგზავრობისთვის და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დაგეგმვისთვისაა სახარბიელო დრო. აჯობებს, კვირის ბოლოს გადაიტანოთ ასეთი ტიპის აქტივობა და სამოგზაურო გეგმებიც.

21 მაისიდან, მზე ანცი და ორსახოვანი ტყუპის ზოდიაქოს ესტუმრება სრული ერთი თვით. აქედან გამომდინარე, ადამიანებში მოიმატებს აქტიური ქმედებების, ხშირი კომუნიკაციის დონე და მოთხოვნილება. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ტყუპი ორმაგი ნიშანია, ამიტომ განსაკუთრებით რეტროგრადული მერკურის პერიოდში (18 მაისიდან 12 ივნისამდე) არ არის სასურველი ნებისმიერ ინფორმაციას ვენდოთ ბრმად და გადამოწმების გარეშე.

22-23 მაისის პერიოდში ძალაუფლებისთვის ბრძოლა და ზოგადად, ამბიციების გამოვლენა ბევრი ადამიანისთვის გახდება საკვანძო თემა. სასურველია, კარგად აწონ-დაწონოთ თქვენი შესაძლებლობები და გარკვეული პრეტენზიების გამოთქმის უფლება თავს მხოლოდ ამ შემთხვევაში მისცეთ.

კვირის ბოლოს სასიყვარულო და ოჯახურ ცხოვრებასაც შეეხება გაურკვევლობის ბურუსი. ამიტომ კარგი იქნება, თუკი უკვე არსებულ პარტნიორთან ან თუნდაც ინტერესის ობიექტთან ეჭვიანობის სცენებს არ მოაწყობთ და ზოგადად, მეტი ლოიალურობით მოუდგებით თქვენი ურთიერთობების განვითარებას.

დაბოლოს, დამდეგი კვირის მიწურულს კარგი იქნება გამაჯანსაღებელი დიეტის ან ვარჯიშის დაწყება. მთვარე, რომელიც 25 მაისიდან ქალწულის ზოდიაქოში განლაგდება, ხელს შეგიწყობთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?