ვენერასა და ნეპტუნის შეერთება ცაზე. რაც თავის მხრივ მოულოდნელად დაწყებულ, საოცარი რომანტიზმით და სულიერებით აღსავსე სასიყვარულო კავშირებს წარმოშობს. თუმცა, იგივე ასპექტი ხშირად იძლევა ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ფინანსური არეულობებისა და გაუგებრობების საფრთხეს. ნეპტუნი ხომ ქაოსის პლანეტაა, ვენერა კი ასტროლოგიაში სიმბოლურად ფულს შეესაბამება. ჰოდა, ამ ორის ერთობლიობა დიახაც რომ წარმოქმნის ფინანსურ გაუგებრობებს. ამიტომაც სასურველია, მიმდინარე კვირის მანძილზე დიდი სიფრთხილით მოეკიდოთ ფინანსურ საკითხებს. ასევე ნებისმიერ ფინანსურ დოკუმენტაციას, ვალებისა და კრედიტების თემას, გადასახადებს.
ყველაფერ ამაში კი 21 თებერვალს ცაზე დაფიქსირებული მერკური-სატურნის დადებითი ასპექტიც შეგიწყობთ ხელს. მერკური აზროვნების პლანეტაა, სატურნი კი თავის მხრივ წესრიგსა და რაციონალიზმზე აგებს პასუხს. ამიტომაც ამ დღეს ადამიანებში განსაკუთრებულად გააქტიურდება რაციონალური აზროვნება და გადაწყვეტილებების წინდახედულად მიღების უნარი. შესაძლოა დახმარება აღმოგიჩინონ ზემდგომებმა ან ასაკით უფროსმა ადამიანებმა, გაუმჯობესდება ურთიერთობა უხუცეს ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან.
მათთვის ვინც კვირის დასაწყისში ვენერა-ნეპტუნის ასპექტის გამო ფინანსურ გაუგებრობებს გადაურჩა, კვირის ბოლოს - 25 თებერვალს კიდევ ერთი რთული ასპექტი აქვს მომზადებული კოსმოსს. ვენერასა და მარსის კვადრატურა უკვე გაუთვალისწინებელი და უმისამართო დანახარჯების ალბათობას გაზრდის ჩვენ ცხოვრებაში. ასეთ დღეებში ფული თითქოს "ჯიბეს წვავს" ადამიანებს და ბევრ ჩვენგანს უბრალოდ უჩნდება სურვილი იყიდოს რამე, მათ შორის სრულიად უსარგებლო ნივთებიც კი. სასიყვარულო ურთიერთობებსაც არ დააყრის კარგ დღეს ეს ასპექტი.
ვენერა სიყვარულია, მარსი კი მოგეხსენებათ აგრესიისა და ომის ღმერთი გახლდათ. ასე რომ თავად განსაჯერთ - ღირს თუ არა პირად და სასიყვარულო ურთიერთობებში ამ პერიოდში სიმშვიდის შენარჩუნება. იმიტომ რომ კონფლიქტებისა და გაუგებრობების ალბათობა საკმაოდ დიდი იქნება. თუმცა, იგივე დღეს ცაზე დაფიქსირებული მერკური-ნეპტუნის ასპექტის გამო, შესაძლოა ბევრი ჩვენგანი კონფლიქტური სიტუაციიდან ლამაზ-ლამაზი ტყუილებითაც გამოძვრეს და შეინარჩუნოს ბალანსი. თუმცა, ყველამ ვიცით, ნებისმიერი ტყუილი ადრე თუ გვიან აუცილებლად იხილავს დღის სინათლეს - ამიტომ აჯობებს გულწრფელობა გამოიჩინოთ პარტნიორთან. მით უმეტეს, რომ კვირის ბოლოს მზე-სატურნის დადებითი ასპექტის გამო ნებისმიერი სიტუაციის განმუხტვის საშუალება მოგეცემათ რაციონალური მიდგომისა და კონსტრუქციული დიალოგის ხარჯზე.