პერიოდს ემთხვევა, რაც ასტროლოგიურ ენაზე გარკვეულ შეფერხებებს ნიშნავს ამა თუ იმ სფეროში, მაგრამ ორშაბათს მზისა და წარმატების მომტანი პლანეტის იუპიტერის დადებითი ასპექტის გამო დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩვენგანი დაიწყებს შემართებით, ხალისიანად და ახალი გეგმებით მოტივირებული. შესაბამისად, განწყობა რომელსაც კვირის დასაწყისში შეიქმნით, მერწმუნეთ, მთელი კვირის მანძილზე მოგცემთ ბიძგს პოზიტიური აზროვნებისთვის. თუმცა, ამასთან ერთად, ის საფრთხეებიც არ უნდა დავივიწყოთ, რომელაც პლანეტარული განლაგება ამ კვირაში მოგვიმზადებს და თუ ყველაფერს გონივრული სიფრთხილითა და მობილიზებული შევხვდებით, პრობლემებიც თავისთავად აღარ იქნება.
ორშაბათი დიდი გეგმებისა და კომპრომისების დღეა. კომპრომისი მოგიწევთ პირველ რიგში სამსახურებრივ სფეროში - ზემდგომებთან, გარდა ამისა, ოჯახურ სიტუაციაშიც სასურველი იქნება მეტი დათმობა და-ძმებთან და ნათესავ-მეზობლებთან კომუნიკაციისას.
ამასთან, არ დაგავიწყდეთ, რომ ამ პერიოდში პლანეტა მარსი რეტროგრადულია, მარსი კი ასტროლოგიაში აგრესიისა და "ექშენის" პლანეტაა. შესაბამისად, რაკი იგი უკუღმა ბრუნავს, ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს შანსი გარშემო მყოფების მიმართ უმისამართო აგრესია და დაუმსახურებელი რისხვა გადმოვაფრქვიოთ. შესაბამისად, კვირის მანძილზე აუცილებელია, ყველა თქვენი ნაბიჯი და გამონათქვამი "ასჯერ გაზომილის და ერთხელ გაჭრილის" პრინციპით იყოს განპირობებული.
ამასთან ერთად, თითქმის მთელი კვირის მანძილზე აქტიურია მარსი-მერკურის დაძაბული ასპექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდა კონფლიქტების ალბათობისა, გაზრდილია ავტოსაგზაო შემთხვევების ალბათობაც გზებზე. იმიტომ რომ, მარსი ტრავმების რისკს ზრდის, მერკური კი გზებზე გადაადგილების თემას შეესაბამება. ამიტომაც მოგიწოდებთ ამ კვირაში, ისე როგორც არასოდეს, სიფრთხილე გამოიჩინოთ საჭესთან.
5 ივლისს მერკური-იუპიტერისა და მერკური-მარსის დაპირისპირება შედის ძალაში. ეს კი პირველ რიგში ადამიანებს შორის იდეოლოგიურ საკითხებში წარმოქმნილ დაპირისპირების ალბათობაზე მეტყველებს. ამიტომ ამ დღეს აუცილებელია თავი შეიკავოთ კამათსას და თანამოსაუბრეს კარგად მოუსმინოთ, მანამ სანამ უცოდინრობაში ან არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულებთ. ასევე აუცილებელია აკონტროლოთ საკუთარი დაპირებები, იმიტომ რომ ამ დღეს განსაკუთრებით დიდია ცდუნება მხრებზე "გრანდიოზული გეგმების" განხორციელება წამოიკიდოთ, რომელთაც სამწუხაროდ მომავალში განხორციელება არ უწერიათ ან მათი ნაწილი ნაწილობრივ შესრულდება მხოლოდ, ხოლო ყველა ის დანაპირები, რომელსაც დღეს გააჟღერებთ, მომავალში თქვენივე იმიჯზე აისახება სავალალოდ.