კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 21 -27 ნოემბერი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 21 -27 ნოემბერი

კვირაა. ჯერ მხოლოდ იმიტომ, რომ ზუსტად ამ კვირის დასაწყისში დატოვებს მზე მორიელის ზოდიაქოს ნიშანს და ოპტიმისტ, ცოტა დემაგოგიურ, მაგრამ აქტიურ და დინამიკურ მშვილდოსნის ზოდიაქოს მიაშურებს. რაც იმას ნიშნავს, რომ სამყარო მეტი ოპტიმიზმით, სასწაულების მოლოდინითა და ენერგიულობით აივსება. როგორ გგონიათ, მთელი ეს საახალწლო ორომტრიალი, რომელიც ნოემბრის ბოლოდან იღებს ხოლმე სათავეს არამხოლოდ ჩვენთან არამედ მთელ მსოფლიოში, მარტოოდენ თოვლის პაპის მოლოდინს უკავშირდება? არამც და არამც, ჩემო კარგებო. ყველაფრის მიზეზი ის არის, რომ მზე ზუსტად ნოემბრის შუა რიცხვებიდან გადაინაცვლებს ხოლმე ყოველ წელიწადს მშვილდოსნის ზოდიაქოში, რაც ადამიანებში ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის დამახასიათებელი დადებითი თვისებების წინ წამოწევასა და გააქტიურებას უწყობს ხელს. ჰოდა, თუკი თქვენ მორიელისთვის დამახასიათებელი რთული პერიოდი ასე თუ ისე გადააგორეთ, მოემზადეთ ახალი კვირა, უკვე ახალი შემართებით უნდა დაიწყოთ და ნებისმიერ საქმეს მშვილდოსნური ენთუზიაზმით უნდა შეეჭიდოთ, განურჩევლად იმისა თავად ზოდიაქოს რომელი ნიშნით ხართ დაბადებული.

კვირის დასაწყისში მზის მშვილდოსნის ზოდიაქოში "გადაბარგებას", ოდნავ მოგვიანებით მერკური-იუპიტერის დადებით ასპექტიც გაუმაგრებს ზურგს. რაც იმას ნიშნავს, რომ გაადვილდება იურიდიული ტიპის პრობლემების მოგვარება, მოიმატებს საქმიანი შეხვედრების დროს ურთიერთგაგებისა და შეთანხმების ალბათობა, კარგი პერიოდია უცხოელებთან კომუნიკაციისთვის და ყველა იმ საქმის წამოსაწყებად, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობას უკავშირდება. კვირის დასაწყისი ნაყოფიერი იქნება იურისტების, ტურიზმისა და საგანმანათლებლო სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის. შეგიძლიათ თამამად დაგეგმოთ მნიშვნელოვანი მივლინებები, მათ შორის საზღვარგარეთ.

კვირის შუაგულში მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ უფროსი ნათესავებისა და ჩინით ზემდგომების მიმართ. არ არის გამორიცხული მათთან კომუნიკაცია გართულდეს ან ჩიხში შევიდეს მოსაზრებათა განსხვავებულობის გამო. ეს ის დროა, როცა ნოვატორული შეხედულებები შესაძლოა კონსერვატორულ მოსაზრებებს დაეჯახოს. ამიტომ სასურველია 22-23 ნოემბრის პერიოდში მეტი სირბილის და ტაქტის გამოჩენა, როცა საქმე მნიშვნელოვან შეთანხმებებს ან უფროს ნათესავებთან კომუნიკაციას ეხება.

კვირის მეორე ნახევარი დიდი პოლიტიკის დროა. იუპიტერი-პლუტონის ნეგატიური ასპექტიб რომელიც ზუსტად ამ პერიოდში დაფიქსირდება, არაერთ ვნებათაღელვას გამოიწვევს პოლიტიკურ სპექტრში. არ არის გამორიცხული ხმაურიანი სკანდალებისა და დაპირისპირებების მომსწრეც გავხდეთ. მოკლედ, ტელევიზორებთან ჩამოვსხდეთ და პოპკორნი მოვიმარაგოთ. ჟურნალისტებს კი სავარაუდოდ საკმაოდ ნაყოფიერი კვირა ელით, ზემოთქმულიდან გამომდინარე. სამუშაო აშკარად ბლომად ექნებათ.

კვირის მიწურულს დიდი ალბათობით, გართულდება პარტნიორული და სასიყვარულო ურთიერთობები. არ არის გამორიცხული დრამატიზმი და ეჭვიანობის სცენები წყვილებს შორის, ხოლო ამ პერიოდში დაწყებული ურთიერთობა კი ერთობ დინამიлური, ვნებითა და წინააღმდეგობრივი ემოციებით სავსე იქნება. მოკლედб პერიოდიб როცა ვენერა და პლუტონი ერთად არიან, სასიყვარულო ფრონტზე არცთუ სახუმარო კოცონს გააჩაღებს და ეს სწორედ ამ კვირის მეორე ნახევარში მოხდებაб მეგობრებო. რასაც თავის მხრივ მალევე ვენერა იუპიტერის ნეგატიური ასპექტიც დაუმატებს სიმძაფრეს . ბანალურ სინამდვილეში ეს შეიძლება ბევრისთვის მეტი ფინანსური შემოსავლის გამომუშავების წყაროდაც იქცეს, მართალია, გარკვეული ხლაფორთებისა და დანაკარგების ხარჯზე, მაგრამ მაინც. ხოლო უფრო აქტიურ გამოვლინებაში ვენერასა და იუპიტერის კვადრატმა შესაძლოა წყვილებს შორის კონფლიქტები გააქტიუროს, ძირითადად პირადი სივრცის შეზღუდვა-შევიწროვების გამო. არც ისაა გამორიცხული, რომ ბევრ ჩვენგანს ერთბაშად რამდენიმე თაყვანისმცემელის გამოჩენამ აუბნიოს თავგზა.

კვირის ბოლოს მერკური-ურანის დადებითი ასპექტი გამოჩნდება ცაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანების უმეტესობა რთული სიტუაციიდან ორიგინაული გამოსავლის პოვნას მარტივად შეძლებს. ეს კარგი პერიოდია, რაიმე სახის ახალი ცოდნის ასათვისებლად - ასე რომ, ისწავლეთ, თუნდაც საქმის პროცესში - პარალელურად . ურანი ყველაფერს აჩქარებს. შესაბამისად, სწავლის პროცესიც, რომელზეც თავის მხრივ პასუხისმგებელი მერკურია შესაძლებელია, ამ დღეებში საოცრად მარტივი და სწრაფი იყოს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?