კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 25 -31 იანვარი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი  25 -31 იანვარი

მონაცემებით იანვრის თვე, პროფესიული კუთხით ყველაზე დატვირთულია მოვლენებითა და კონფლიქტებით. ამ შემთხვევაში კი ასტროლოგიურადაც იანვრის ბოლო კვირა საკმაოდ აქტიურად წამოსწევს წინ კორპორატიულ ვნებათაღელვებს და სასურველია, ყველაფერ ამას მომზადებული დავხვდეთ. საქმე იმაშია, რომ კვირის მანძილზე პლანეტა მერკური, რომელიც დირექტიული (სწორად მოძრავი) ხდება, შეერთებას გააკეთებს პლუტონთან, ხოლო ამას დაემატება დაძაბული ასპექტი ურანთან. რაც თავის მხრივ შექმნის საკმაოდ ძლიერ, დაელექტრონებულ მუხტს, რომელიც ძირითადად კომუნიკაციის, საკუთარი იდეებისა და აზრების სწორად გაჟღერება-დამტკიცების თემატიკას შეეხება.

ეს ის პერიოდია, როცა სავსებით შესაძლებელია გართულდეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ან უკვე მიღებული გადაწყვეტილებები დაექვემდებაროს მოულოდნელ შეცვლა-გადახედვას. დამდეგ კვირაში ძალზე მარტივია ურთიერთობის გაფუჭება თანამშრომლებთან, მით უმეტეს, თუ თქვენ მაღალ პოსტს იკავებთ და სხვა ადამიანების ბედი თქვენს გადაწყვეტილებებზე კიდია. გახსოვდეთ, რომ ყველა ის პრობლემა, რომელიც იანვრის ბოლო დეკადაში შეგახსენებთ თავს, ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში ჩაისახა. ამიტომ მზად იყავით ჩადენილი შეცდომების და არასწორად გადადგმული ნაბიჯების ახლებურად გასააზრებლად. გამოსასწორებლად. შესაძლოა ბევრი ჩვენგანი დადგეს დიდი პროფესიული გამოწვევის წინაშე ან მოუხდეს ყველა შესაძლო ძალით პროფესიული რენომესა და იმიჯის შენარჩუნება. სამაგიეროდ, ამ პერიოდში გამოიკვეთება არასტანდარტული მიდგომის უნარი პრობლემების მიმართ. შესაძლებელია იპოვნოთ ბევრი სირთულის გაცილებით მარტივად განმუხტვის გზაც. გამორიცხული არაა დროის მოკლე მონაკვეთში გაართვათ თავი დიდი ოდენობის გონებრივ სამუშაოს.

ამას ისიც ემატება, რომ 24 იანვარს სავსემთვარეობას ველით ლომის ზოდიაქოში. რაც ძალაუფლებისა და იმიჯის თემებს ერთი-ორად გაამძაფრებს საზოგადოებაში. 23-24 იანვრის პერიოდში დიდი სიფრთხილით, ყურადღებით და ლოიალურობით მოეკიდეთ ბავშვებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის პერიპეტიებს. იმიტომ რომ ლომი ჰოროსკოპის მეხუთე სახლის მმართველია (ბავშვები, სიყვარული). ნუ აყვებით ემოციებს და ნუ შეხვალთ კონფლიქტში ნურავისთან. სავსემთვარეობა ააქტიურებს ემოციურ ფონს და აგრესიულ ენერგეტიკას. ქალებში გამოკვეთილი იქნება საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილება, ზედმეტი მადა და მომატებულ კილოგრამებთან დაკავშირებული პრობლემები. ემოციური გადატვირთვა რომ ავიცილოთ თავიდან, აუცილებელია, მივიღოთ სიტუაცია ისეთი, როგორიც არის. ან წამოვიწყოთ რაიმე ახალი, კოლოსალური და გრანდიოზული. 26 იანვრიდან უკვე მარტივი იქნება გამოსავლის მოძებნა და ეფექტური ნაბიჯების განხორციელება.

კვირის მეორე ნახევარი კარგი პერიოდია მსხივილი ბიზნესისა და კაპიტალდაბანდებისთვის. გარდა ამისა, უმართლებთ ხელოვანებს, ფსიქოლოგებს და ყველა იმ ადამიანს, ვისი საქმიანობაც სწავლებას, საგანმანათლებლო სფეროს უკავშირდება.

24, 25, 29 და 31 იანვარს მოსალოდნელია ტექნიკის გაუმართაობა, მწყობრიდან შეიძლება გამოვიდეს დანადგარები. სიფრთხილე გამოიჩინეთ საჭესთან, ასევე ყველა იმ საქმიანობაში, რომელიც მჩხვლეტავი, ბასრი საგნების გამოყენებას ითვალისწინებს თქვენგან. არ არის სასურველი მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება (მიტინგები, მანიფესტაცია). სამაგიეროდ, კვირის ბოლო ძალიან კარგია რომანტიკული ნაცნობობის დასაწყებად ან უკვე არსებული ურთიერთობების დასარეგულირებლად.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?