კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 26 -31 მაისი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 26 -31 მაისი

დაარეგულრიებს წყვილებს შორის. 29 მაისიდან სიყვარულის პლანეტა – ვენერა, ასტროლოგიური ლექსიკონით რომ ვისაუბროთ, ე.წ. "საკუთარი სახლის დიასახლისის" სტატუსს მოირგებს, რის ხარჯზეც მოიმატებს დაოჯახებულ, შეყვარებულ წყვილებში ჰარმონიის მოთხოვნილება. ურთიერთგაგება გაადვილდება და სერიოზული ურთიერთობებისთვის მეტი შანსი გაუჩნდება მათაც, ვისმა რომანმაც ეს-ესაა აიღო სტარტი.

შუა კვირაში, საუკეთესო პერიოდი დგება საიმისოდ, რომ ძველ, უსაფუძვლო გეგმებსა და პროექტებზე უარი ვთქვათ და მათი ადგილი, ახალ მიზნებს დავუთმოთ. განსაკუთრებით მომგებიანია მიმდინარე კვირა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებისთვის და მათთვის ვისი საქმიანობაც ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას, ხალხთან ურთიერთობას და სწავლებას ეხება.

28 მაისს გარკვეული ნეგატიური ასპერტების გამო სასურველია მოვერიდოთ ალკოჰოლის გადამეტებულ დოზას და მედიკამენტების თვითნებურად მიღებას. გამომდინარე იქედან, რომ კვებითი ინტოქსიკაციის ან მედიკამენტოზური მოწამვლის ალბათობა საგრძნობლად მოიმატებს დროის ამ მონაკვეთში.

კვირის მანძილზე მაქსიმალური ყურადღება დაუთმეთ ბავშვებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობას. მერწმუნეთ, ნებისმიერ თქვენგანს მათთან გატარებული წუთები არაერთ ლამაზ ემოციას მიანიჭებს. ხოლო უკვე კვირის მიწურულს, თუ აქამდე გადადებულ ან დროებით შეჩერებულ პროქტებსა და საქმეებს ახალი შემართებით "შეუტევთ", უკვე ივნისის პირველი დეკადიდან ზურგის ქარი და შესაბამისად წარმატებაც გარანტირებული გექნებათ პროფესიულ სარბიელზე.

სითბოს, ურთიერთგაგებას და ნათელ დღეებს გისურვებთ!

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?