კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 26 ივნისი 2 ივლისი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 26 ივნისი 2 ივლისი

რა თქმა უნდა, ასეც არის, თუმცა ამ ორშაბათს სასურველია არაფრისმომცემ პროექტებს მაქსიმალურად აარიდოთ თავი და მხოლოდ ისეთ საქმეებს შეეჭიდოთ, რომელიც თუნდაც მცირე, მაგრამ რეალურ შედეგებზეა ორიენტირებული. მარსისა და ნეპტუნის ასპექტი კვირის დასაწყისში ადამიანებში ე.წ. "ნაცარქექიას კომპლექსს" გააძლიერებს. რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ბევრმა ჩვენგანმა ვარდისფერი კოშკების შენებას მიჰყოს ხელი. რაც საბოლოო ჯამში დიდი იმედის გაცრუებით დასრულდება.

უკვე 27 ივნისს ზემოხსენებულ ასპექტს მერკურისა და იუპიტერის კვადრატიც დაემატება, რაც რეალურად გაზრდის იმის ალბათობას, რომ ადამიანებმა საკუთარ თავზე მეტი აიღონ დაპირებების მხრივ. შესაბამისად, იმის რისკებიც იზრდება, რომ ვერ შეასრულოთ თქვენზე დაკისრებული მოვალეობები ეს კი თავის მხრივ თქვენს საქმიან რეპუტაციას დიდი დოზით დააზარალებს. ამიტომ კვირის დასაწყისში ჩემი რჩევა იქნება, მხოლოდ თქვენთვის ნაცნობ და რაც მთავარია, რეალურ საქმეებს შეეჭიდოთ. უტოპიური იდეების განხორციელებაზე ფიქრი კი სამომავლოდ გადასდოთ.

ამ პერიოდში რთულდება იურიდიული საკითხების მოგვარებაც. შესაძლებელია პრობლემები იყოს ბიუროკრატიული კუთხით. არ არის გამორიცხული შეფერხებები სწავლასა და მოგზაურობაში. ნაკლებად დაგეგმეთ კვირის პირველ ნახევარში საქმიანი შეხვედრები და მივლინება. გაეცით მხოლოდ ისეთი დაპირებები, რომელთაც ასი პროცენტით დარწმუნებული ხართ, რომ შეასრულებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში კვირის მიწურულს, არსებობს სერიოზული ალბათობა იმისა, რომ თქვენ მიმართ გადამეტებული მოლოდინების გამო, კონფლიქტურ სიტუაციაშიც კი მოგიწიოთ თავის ამოყოფა. კვირის ბოლოს ასევე მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები, სიფრთხილე გამოიჩინეთ საჭესთან.

მეტ კომპრომისზე წადით ახლობელ-ნათესავებთან და და-ძმებთან. უახლოეს კოლეგებთან კი კამათსა და პოლემიკას ერიდეთ თუნდაც ყველაზე უვნებელი თემით. სასურველია, ასევე სიფრთხილის ზომები დაიცვათ ტექნიკასთან. იმიტომ რომ კვირის ბოლოს საწარმოო ტრავმებისა და მსუბუქი მოტეხილობების რიცხვი ერთი-ორად იქნება მომატებული.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?