კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 26 თებერვალი 4 მარტი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 26 თებერვალი 4 მარტი

მოვლენების თანხლებით მოდის. ეს ყველაფერი კი შესამჩნევი უკვე ზამთრის ბოლო თვის მიწურულს იქნება. დიახ, სწორად გამოიცანით - მიმდინარე კვირა საკმაოდ აქტიური იქნება მოვლენების მხრივ. ამიტომ სასურველია, უკვე კვირის დასაწყისში გაითვალისწინოთ ჩვენი რჩევები და ვარსკვლავების კეთილგანწყობასაც, რაღა თქმა უნდა, მარტივად მოიპოვებთ. ამბობენ, რომ გაზაფხულის დადგომასთან ერთად ადამიანში ვნებები მძლავრობს და მძაფრი შეგრძნებების მიმართ მოთხოვნილებაც იზრდება. კვირის დასაწყისში ამ ფაქტს ვენერასა და პლუტონის ასპექტიც გაუსვამს ხაზს. არ არის გამორიცხული პარტნიორულ ურთიერთობებში დრამატული მომენტები, მსუბუქი ეჭვიანობა და დაძაბული საუბრები. სამაგიეროდ, ეს კარგი პერიოდია მსხვილბიუჯეტიანი ფინანსური ოპერაციების დასაგეგმად. გაცილებით უფრო მომგებიანად მიმდინარეობს საბანკო ოპერაციები.

28 თებერვალი კვირის ყველაზე რთული და კონფლიქტური დღეა. შესაბამისად, სასურველია, ამ დღეს მაქსიმალურად მოვერიდოთ პოლემიკასა და სიტყვიერ დაპირებებს გარშემო მყოფებთან. მერკურისა და პლუტონის დაძაბული ასპექტის გამო ამ დღეს იოლია სიტყვით ვაწყენინოთ ახლობლებს, ოჯახის წევრებს და თანამშრომლებს. ასეთ დღეებში ადამიანები ჩვეულებრივზე უფრო მეტად ცინიკური და ენამწარეები არიან. იზრდება ასევე ავტოსაგზაო შემთხვევების რისკიც. შესაბამისად, სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ საჭესთან.

გაზაფხულის პირველ დღეს პლანეტა ვენერას დადებითი ასპექტის გამო მერკურთან გაიოლდება მოლაპარაკებები. შესაძლებელი გახდება მარტივად გამოინახოს კომპრომისი სასიყვარულო და ქორწინების პარტნიორებთან იმ საკითხებში, რომელიც კვირის დასაწყისში ერთობ დრამატული და რთული გეჩვენებოდათ. თუმცა, ამავე დღეს იზრდება ფულის უმისამართოდ ხარჯვის ტენდენცია და მაქსიმალურად გირჩევთ თავი შეიკაოთ უმიზნო "შოფინგისგან". იმიტომ რომ, შესაძლოა, ფინანსები აბსოლუტურად არამიზნობრივად დახარჯოთ.

2 მარტს აგრესიული პლანეტა მარსი ცაზე საკმაოდ დაძაბულ ასპექტებს შექმნის ერთბაშად რამდენიმე პლანეტასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებში გაღიზიანებადობა და კონფლიქტურობის დონე საგრძნობლად იმატებს. ამიტომ ამ დღეს გაცილებით უფრო მეტი სიმშვიდე და ლოიალურობა მოგეთხოვებათ გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში.

კვირის მიწურულს მზისა და ნეპტუნის შეერთება ადამიანებში ილუზიების მოთხოვნილებას გააძლიერებს. უფრთხილდით როგორც თავის მოტყუებას, ისე გარშემო მყოფების შეცდომაში შეყვანის ტენდენციას. იმიტომ რომ, ასეთ დღეებში, როგორც წესი, ჩვეულებრივზე უფრო მეტად ვართ მიდრეკილნი სასურველი რეალობად გავასაღოთ. სამაგიეროდ, "ვიქენდებზე" კარგი იქნება, თუკი დაკავდებით შემოქმედებითი საქმიანობით, გაიხსენებთ ჰობის, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ ან უბრალოდ, სულიერად ახლობელ ადამიანებთან ერთად გაატარებთ დროს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?