იწყება - პლანეტა ვენერა რეტროგრადულ ფაზაში გადაინაცვლებს. რაც იმას ნიშნავს, რომ პირად და ოჯახურ ურთიერთობებში გარკვეული დისონანსის და დაშვებული შეცდომების გააზრების აუცილებლობა დადგება დღის წესრიგში ბევრი წყვილის ცხოვრებაში.
დაწყებული ამ პერიოდიდან დაახლოებით 10 სექტემბრამდე, არ არის სასურველი უძრავი ქონების შეძენა, რემონტის წამოწყება, მსხვილბიუჯეტიანი სახელოვნებო ან შემოქმედებითი პროექტების განხორციელება-დაგეგმვა...
ვენერას რეტროგრადული ფაზა გააქტიურებს ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში "სიყვარულს წარსულიდან", ამიტომ არ გაგიკვირდეთ თუ უკვე დიდი ხნის წინ ჩავლილმა და დასრულებმულად ჩათვლილმა რომანმა ახალი ძალითა და შემართებით შეგახსენოთ თავი. ეს ის პერიოდია, როცა ზოგადად "ყოფილების თემა" აქტიური ხდება. შესაბამისად, მზად უნდა იყოთ არცთუ სასიამოვნო სიურპრიზებისთვისაც, რასაც წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორების მიზნით მოგვივლენს კოსმოსი ვენერას ამ ფაზაში.
მიმდინარე პერიოდი არც საკუთარ გარეგნობასა და იმიჯზე ექსპერიმენტებისთვისაა შესაფერისი. ამიტომ სექტემბრამდე თავს დასვენებისა და მოდუნების საშუალება მიეცით. ნუ მოისურვებთ გარეგნობის, ვარცხნილობის ან სხეულის ფორმების შეცვლა-კორექციას. მოერიდეთ წრეგადასულ ფულის ფლანგვას შოპინგზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ნივთები და სამოსი, რომელსაც ამ პერიოდში შეიძენთ, დიდი ხნით დაიდებს ბინას გამოუყენებლად თქვენს კარადაში, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თქვენ ისინი უბრალოდ არ მოგიხდებათ ან არ მოგეწონებათ.
კვირის დასაწყისში პლანეტა მარსი ნეგატიურ ასპექტს აკეთებს არანაკლებ რთული ენერგეტიკის მატარებელ პლანეტა ურანთან, ამიტომ ადამიანებს შორის მოიმატებს კონფლიქტურობა. შესაძლებელია მწყობრიდან ადვილად გამოვიდეს ელექტრო-ხელსაწყოები და მანქანა-დანადგარები.
უკვე 31 ივლისს კი ემოციები პიკს მიაღწევს იმიტომ რომ, წინ სავსემთვარეობა გველის მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში. რომელიც თავის მხრივ პლანეტა ურანის რეტროგრადულ ფაზაში გადასვლასთან ერთად, რომელიც ასევე მიმდინარე კვირას მოხდება, გამოიწვევს ადამიანებში საკუთარი პირადი სივრცის, თავისუფლებისა და ინდივიდუალური თვითგამოხატვის შეზღუდვის ილუზიას ამ ზოგადად კონფლიქტებს ზემოჩამოთვლილი თემების გამო. გამორიცხული არ არის თავი იჩინოს გაუგებრობებმა მეგობრებთან ურთიერთობაშიც, ამიტომ დიდი სიფრთხილით მოეკიდეთ მათთან ურთიერთობას.
დაბოლოს, კვირის ბოლოს რეტროგრადული ვენერა ქალწულის ზოდიაქოდან ისევ ძველი დისლოკაციის ადგილს - ლომის ზოდიაქოს დაუბრუნდება. რაც იმას ნიშნავს, რომ პირად ურთიერთობებში უნდა ვერიდოთ ზედმეტ ეგოცენტრიზმს, უკომპრომისო და გამომყენებლურ დამოკიდებულებას მეორე ნახევრის ან პარტნიორის მიმართ. სასურველია ამ პერიოდში არ დაგეგმოთ ქორწინების რეგისტრაცია და ახალსახლობაც.