კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 27 ნოემბერი - 3 დეკემბერი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 27 ნოემბერი - 3 დეკემბერი

ორი პლანეტის მარსისა და პლუტონის დაპირისპირებით იყო გამოწვეული, დამდეგი კვირა შედარებით უფრო მშვიდი და ჰარმონიული იქნება. გასული კვირის ცეცხლოვანი ენერგეტიკა კი რომელმაც პირდაპირი თუ ირიბი მნიშვნელობით პოვა ასახვა ჩვენს ყოველდღიურობაზე ასტროლოგიური ენით რომ ვთქვათ, მარსის (ცეცხლი, აგრესია) და პლუტონის (სოციუმი, მასობრივი მოვლენები) ნეგატიური ურთიერთქმედების შედეგი გახლდათ.

ამგვარი კომბინაციები ცაზე, როგორც წესი, ყოველთვის იწვევს როგორც ლოკალურად, ისე გლობალურად გარკვეულ სირთულეებს და ხშირ შემთხვევაში ტრაგიკულ მოვლენებს. გარდა ამისა, მარსისა და პლუტონის დაპირისპირება ადამიანებში აგრესიის მოთხოვნილებასაც წარმოშობს ხოლმე. თუმცა 26 ნოემბრიდან ზემოხსენებული ნეგატიური კომბინაციის ზეგავლენა უკვე შესუსტდება ცაზე.

სამაგიეროდ, 28 ნოემბერს სატურნისა და მერკურის შეერთება დაფიქსირდება ცაზე, რაც ერთი მხრივ გაადვილებს ცივი გონებით, პრაქტიკული ხედვის დახმარებით გადაწყვეტილებების მიღებას, მეორე მხრივ კი ადამიანებში გაზრდის ე.წ. "მამა-შვილთა" დაპირისპირების ალბათობას. ასეთ დღეებში ისე როგორც არასდროს აუცილებელია, მაქსიმალური დიპლომატია და წინდახედულება გამოიჩინოთ როგორც ზემდგომებთან, ისე ჩინითა და ასაკით უფროს ადამიანებთან კომუნიკაციისას. იმიტომ რომ ამ პერიოდში გაუგებრობები, როგორც ოჯახურ, ისე კორპორატიულ სარბიელზე ერთობ მოსალოდნელი იქნება.

კვირის შუა პერიოდში აქტიურია ასპექტები, რომელიც ქალებთან ან ქალების გამო წარმოქმნილ უსიამოვნებს მოასწავებს. არ არის გამორიცხული მიმდინარე კვირა რთული იყოს წვრილმანი ფინანსური ხლაფორთების კუთხით. არ არის სასურველი იმიჯის, ვარცხნილობის რადიკალური შეცვლა და ზოგადად საკუთარ გარეგნობაზე მკვეთრი ექსპერიმენტების ჩატარება.

უკვე კვირის მიწურულს, სავსემთვარეობა დააგვირგვინებს ტყუპის ზოდიაქოს ნიშანში. რაც იმას ნიშნავს, რომ პირველ რიგში ემოციები და ამ ემოციების სიტყვიერი გამოხატულება - სიტყვები, ფრაზები, აზრები უნდა ვაკონტროლოთ მაქსიმალურად. ტყუპის ზოდიაქო კომუნიკაციისა და ინფორმაციის სფეროს მართავს. ამიტომ ამ დღეს მაქსიმალურად აკონტროლეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც გასცემთ და იღებთ. ყურადღებით მოეკიდეთ ასევე დედმამიშვილებთან და ახლო წრის ადამიანებთან ურთიერთობას. სიფრთხილე გამოიჩინეთ ასევე საჭესთან.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?