განსაკუთრებულად სტაბილური როგორც ემოციების მხრივ, ისე ფინანსური საკითხების მოგვარების კუთხით.
დგება დრო, როცა შორსმიმავალი გეგმების დასახვას თავი უნდა დაანებოთ . იმიტომ რომ მაისის დასაწყისი ნებისმიერი სახის გათვლას თავდაყირა დაგიყენებთ. ამიტომ მათთვის ვინც სტაბილურობასა და დაგეგმილად ცხოვრებასაა შეჩვეული, თამამად შეიძლება ითქვს რომ მაისი ნევროზული მდგომარეობის წინაპირობას შექმნის. ყველაფერი კი გაცილებით მარტივია ჩემო კარგებო. მოეშვით, შეხედეთ მარტივად ყველაფერს და იცხოვრეთ აწმყოში ამ სიტყვის სრული გაგებით.
მაისს კრეატიული, სპონტანური ადამიანები "მოირგებენ" ყველაზე კარგად, იმიტომ რომ ეს თვე მათ შემოქმედებითად აზროვნების და ქმედების არაერთ შანსს მისცემს. მათ კი ვინც მკაცრად რეგლამენტირებული დღის წესრიგით ცხოვრობს, ვურჩევ, მიმდინარე თვის პირველი ნახევარი მაქსიმალურად გამოიყენოს მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად, დიდი ხნის უნახავი ადამიანების მოსანახულებლად ან უბრალოდ მოსაკითხად და ბავშვებთან საკონტაქტოთ. ასე გაცილებით გაგიადვილდებათ მაისის ტალღებს აჰყვეთ როგორც პროფესიონალი სერფერი და უფრო მეტიც, სიამოვნება მიიღოთ თითოეული დღის გათენებით.
პოზიტიურ განწყობას, ოპტიმიზმს და წარმატებულ კვირას გისურვებთ!