ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში. იმიტომ რომ ზუსტად იანვრის ბოლოს იწყება ე.წ. "დაბნელებების დერეფანი" - 31 იანვარს ველით მთვარის დაბნელებას ლომის ♌ ზოდიაქოს ნიშანში. რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია ამ პერიოდში ისე როგორც არასდროს, მოუსმინოს ყველა ადამიანმა საკუთარ გულს, დაფიქრდეს რამდენად ცხოვრობს გულითა და სიყვარულით. ლომი ზოდიაქოს ყველაზე "გულიანი" ნიშანია, შესაბამისად, მთვარის დაბნელება ამ ნიშანში აქტუალურს გახდის თემებს, რომელიც ემოციებს, სასიყვარულო თუ პირად კავშირებს შეეხება. ეს დღე ბევრ ადამიანს "დატესტავს" ემოციურ გულწრფელობაზე.
ამიტომ სანამ თვის ბოლო დამდგარა, დაფიქრდით, რამდენად გულწრფელი ხართ თქვენს ემოციებში, გრძნობებში, დამოკიდებულებებში ახლობელი ადამიანების მიმართ. ჩვენი საუკუნე სამწუხაროდ, "ემოციური ხეიბრობის" საუკუნეა. იმდენად ვართ დაკავებული ყოველდღიური საქმეებით, პრობლემებითა და წვრილმანი ხლაფორთებით საერთოდ აღარ გვრჩება დრო საიმისოდ, რომ ვიცხოვროთ გულით. ზუსტად ამიტომ გახშირდა ადამიანებში სნეულებები, ნებისმიერი დაავადება ხომ სულის დაზიანებიდან იწყება. ჰოდა, მეგობრებო, თვის ბოლომდე აუცილებლად გამონახეთ დრო გულწრფელი ემოციებისთვის, ურთიერთობებისთვის და სიყვარულისთვის. სამყარო კანონზომიერია, ყველა ემოცია, რომელსაც კოსმოსში აგზავნით არანაკლები სიძლიერით გიბრუნდებათ უკან. ოღონდ ეს გულის სითბო აუცილებლად უნდა იპოვოთ პირველ რიგში თავად თქვენში.
დაბნელების ენერგეტიკა არანაკლები აქტიურობით მოქმედებს ადამიანების განწყობაზე. ასეთ დღეებში ადამიანები ჩვეულებრივზე უფრო მეტად არიან მიდრეკილნი გაღიზიანებადობისა და აგრესიისკენ. ხშირად ზუსტად დაბნელების პერიოდში იქცევა ბევრი ჩვენგანი გაუაზრებლად, იმპულსურად, ემოციების კარნახით მარტოოდენ. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ამ კვირის რადიუსში მიმდინარე მოვლენები ე.წ. "კარმული" მნიშვნელობისაა ჩვენ ცხოვრებაში და ყოველთვის აქვს განსაკუთრებული დატვირთვა ცხოვრებისეული მოვლენების სამომავლო მიმდინარეობაში.
კვირის მანძილზე აქტიური იქნება ვენერასა და იუპიტერის ნეგატიური ასპექტი. რაც ძირითადად გამოიწვევს ფინანსურ საკითხებში პრობლემებს. ადამიანებს მოუწევთ "მოთოკონ" საკუთარი ფინანსური მადა. ამ პერიოდში დაუძლეველი სურვილი ჩნდება უმისამართოდ ვხარჯოთ ფული. ამიტომ სასურველია გონივრული ეკონომია გამოვიჩინოთ. არანაკლებ ნეგატიურად აისახება ეს ასპექტი პირად და სასიყვარულო კავშირებზე. პარტნიორებს ერთმანეთის მიმართ გადამეტებული მოთხოვნები უჩნდებათ, რაც სამომავლოდ აუცილებლად გამოიწვევს მათ შორის უთახმოებებს.