-4 აპრილამდე) როგორც წესი, ყოველთვის მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის საფუძველის ჩაყრის პრეცენდენტებს მოიცავს. შესაბამისად, სანამ კვირის პროგნოზზე გადავიდოდეთ მინდა გირჩიოთ, რომ მიმდინარე პერიოდში ყურადღება მიაქციოთ ე.წ. "ნიშნებს", რომელსაც კოსმოსი დაბნელბებს შორის უხვად აგზავნის ნებისმირი ადამიანის ცხოვრებაში. უნდა იცოდეთ, რომ მოვლენები რომლიც ამ პერიოდში ხდება, ხალხი, ვისაც ეცნობით, გადაწყვეტილებები, რასაც იღებთ სამომავლოდ ძალზე მნიშვნელოვან და რაც მთავარია, შეუქცევად მოვლენათა ჯაჭვს მოიტანს თქვენ ცხოვრებაში. შესაბამისად, ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმას სიფრთხილით, წინდახედულებითა და რაც ყველაზე მთავარია, მაქსიმალური გულწრფელობით მოეკიდეთ.
კვირის დასაწყისში ნუ დაგეგმავთ მსხვილ ფინანსურ ოპერაციებს. მოერიდეთ "საშოპინგოდ" წასვლას, იმიტომ რომ შანსი იმისა რასაც იყიდით არ მოგეწონოთ და სამომავლოდ ნაკლებად გამოიყენოთ ძალზე დიდია . ქალბატონებს ვურჩევ ორშაბათს და სამშაბათს ნაკლებად ჩაატარონ თამამი ექსპრიმენტები გარეგნობაზე. შესაბამისად, სასურველია, სილამაზის სალონში ვიზიტი კვირის ბოლოსკენ გადაიდოს.
მარტის ბოლო დღეები აქტიური იქნება სასიყვარულო ურთიერთობებში დრამატული ისტორიების კუთხით. ნუ გაგიკვირდებათ თუ ეჭვიანობა შემოგიტევთ და სურვილი დაგძლევთ საყვარელი ადამიანის მობილური ან სულაც ელფოსტა გადაამოწმოთ. თუმცა სასურველია, ამ მეთოდით მიღებულ ინფორმაციაზე მომავალში ნაკლებად გააკეთოთ აქცენტი - წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი შეხედვით უვნებელი კინკლაობაც კი, სამომავლოდ ხელჩართულ ომში ან სულაც განშორებაში შეიძლება გადაიზარდოს თქვენსა და თქვენს მეორე ნახევარს შორის.
კვირის შუიდან მერკურისა და მარსის, სხვა ზოდიაქოს ნიშნებში ინგრესია საკმაოდ კარგ ბაზას შექმნის მნიშვნელოვანი საქმიანი პროექტების წამოსაწყებად. კარგი პერიოდია მათთვის ვინც საადვოკატო საქმით ან სპორტითაა დაკავებული . გარდა ამისა, ჰარმონიულად მიმდინარეობს იმ ადამიანების საქმიანობაც ვინც კულინარიასთან, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან ან ტურისტულ ბიზნესთანაა კავშირში.
დაბოლოს, ეს კვირა, მომდევნო და ამ ეტაპზე ბოლო (შემოდგომის სეზონამდე ბოლო!) მთვარის დაბნელებით "გაგვანებივრებს", რომელიც 4 აპრილს მოხდება სასწორის ზოდიაქოში. თუმცა, რაკიღა ამ ეტაპზე დაბნელების სამიზნე, უკვე ქალური ენერგეტიკის მქონე პლანეტაა (მთვარე მოგეხსენებათ ქალურ საწყისს მოიაზრებს) ნუ გაგიკვირდებათ თუ მიმდინარე პერიოდში სუსტი სქესის წარმომადგენლებში ემოციური ველი გამძაფრდება და სენსიტიურობა მოიმატებს. მოკლედ მამაკაცებო, იყავით ჯენტლმენები, ხოლო ქალბატონების გასაგონად ვიტყვი, რომ სასურველი იქნება მოახლოებული დაბნელება ნაკლები პრეტენზიულობით "გადააგოროთ"...