კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 31 აგვისტო - 6 სექტემბერი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი  31 აგვისტო - 6 სექტემბერი

"გრილი" შემოდგომის პირველი თვეც. ასტროლოგიური კუთხით, სექტემბერი იმ ადამიანებისთვის იქნება განსაკუთრებით წარმატებული, ვისაც დაგეგმვა და წვრილმანებისადმი ორიენტირებულობა ახასიათებს.

მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ პლანეტა ვენერა უკვე მომდევნო კვირიდან ჩვეულ, სტაციონარულ მოძრაობას დაუბრუნდება და სასიყვარულო-ოჯახურ ურთიერთობებში ზაფხულის პერიოდში გაჩენილი ბზარების კაპიტალურად ამოვსების შენსი მიეცემა ბევრ წყვილს . ხოლო მათ, ვინც სამომავლოდ სერიოზულ და ჰარმონიულ კავშირს ეძებს, ზუსტად სექტემბერი მისცემს შანსს ასეთი ტიპის ურთიერთობების დასაწყებად.

თუმცა, სანამ ვენერა მოძრაობას გაასწორებს და ჩვეულ ორბიტაზე დაბრუნდება, წინ შავი მთვარისა და აღმავალი კვანძის ზუსტი შეერთების წერტილია გადასალახი. ამიტომ კვირის დასაწყისში სასურველია, ნაკლებად წამოიწყოთ კონფლიქტი საყვარელ ადამიანებთან, მაქსიმალურად შეიკაოთ თავი იურიდიული ტიპის დავებისგან და ზოგადად, სიმშვიდე შეინარჩუნოთ კანონის წარმომადგენლებთან ნებისმიერი ურთიერთობისას.

კვირის მანძილზე პლანეტა მერკური ნეგატიურ ასპექტს გააკეთებს პლანეტა პლუტონთან, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს დაახლოებით 3-5 სექტემბრის პერიოდში სხვადასხვა ტიპის სიტყვიერი თუ ბიუროკრატიული კონფლიქტების წარმოშობის ალბათობას. გარდა ამისა, ურანი-მარსის ასპექტის გამო მოიმატებს ავტოსაგზაო შემთხვევებისა და ტექნიკური გაუმართაობით შექმნილი პრობლემების ალბათობაც. შესაბამისად, სასურველია, თუკი ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას გამოიჩენს თითოეული თქვენგანი.

უკვე კვირის მიწურულისკენ, ძალიან გააქტიურდება მოულოდნელად დაწყებული რომანების და მოკლევადიანი სასიყვარულო ურთიერთობების ალბათობა. შესაბამისად, თუკი იმ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნებით, ვინც მარტოოდენ მსუბუქ ფლირტს და ლამაზ თავგადასავლს ეძებს, თამამად დაგეგმეთ რომანტიკული უიქენდი უახლოესი კვირის მანძილზე.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?