ორშაბათს მაინც მოვახერხებთ, ორგანიზმს განტვირთვის და დასვენების საშუალება მივცეთ. ამ დღეს არ არის რეკომენდირებული ბევრი სასმლის მიღება, მოერიდეთ ცხიმიან საკვებს და შეეცადეთ, საღამო მშვიდ ატმოსფეროში გაატაროთ.
მატულობს ემოციური ფონი, განსაკუთრებით ეს შეეხება სუსტი სქესის წარმომადგენლებს და მათთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. მამაკაცებს მოეთხოვებათ მეტი ლოიალურობა გამოიჩინონ პარტნიორი ქალბატონების მიმართ და ნაკლებად აჰყვნენ მათ კამათში. სასურველია, მოიწყოთ განტვირთვის ან მსუბუქი დიეტის დღეს საიმისოდ, რომ ორგანიზმი დამდეგ კვირას გაცილებით უფრო მომზადებული შეხვდეს.
დამდეგი კვირა კარგ პერსპექტივებს მოიტანს რეკლამის, კომუნიკაციის, ინტერნეტკომერციის სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის. მათ უმრავლესობას გაუჩნდება რეალური შანსი საიმისოდ, რომ მასშტაბური პროექტების წარმოებას შეუდგეს ან აქამდე განუხორციელებლად დასახული მიზანი რეალურ შესაძლებლობად აქციოს.
კარგი პერიოდია ასევე ტელერადიო და მასმედიის სფეროს წარმომადგენლებისთვისაც. კვირის მანძილზე ინფორმაციის მოპოვება-გადაცემის და საინტერესო მოვლენების ნაკლებობა ნამდვილად არ შეიმჩნევა ამ მხრივ.
6-8 იანვრის შუალედში შესანიშნავი დროა ოფიციალური დოკუმენტაციის გასაფორმებლად ან რაიმე ტიპის მნიშვნელოვანი კორპორატიული ღონისძიების დასაგეგმად. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ბევრი საუბარი და წინასწარ გრანდიოზული გეგმების დასახვა, სიტუაციას მხოლოდ ავნებს. ამიტომ აჯობებს ყველაფერი სიურპრიზად დატოვოთ.
აქვე გაითვალისწინეთ ისიც, რომ ნებისმიერი ტიპის აქტიური ქმედება კვირის მანძილზე უნდა განახორციელოთ. შესაბამისად, ის საქმეები, რაც მაქსიმალურ რისკს და პრინციპულ გადაწყვეტას მოითხოვს კვირის შუა რიცხვებში უნდა იქნეს მოგვარებული. უკვე კვირის ბოლოს პლანეტა მარსი შედარებით პასიურ ზოდიაქოს ნიშანში - თევზებში გადაინაცვლებს, რაც გაზრდის პასიური ქმედებების აუცილებლობას. ასე რომ, ძვირფასო მეგობრებო, ნუ გაუშვებთ შანსს ხელიდან. იმოქმედეთ! მომდევნო კვირა კი პასიურ ან აქტიურ დასვენებას, სხეულის გაჯანსაღებას ან ინტელექტუალური დონის ამაღლებას დაუთმეთ.