დასტაბილურებას და კლებას. ადამიანები უფრო გულმოწყალეები, გულუხვები და დელიკატურები გახდებიან ერთმანეთის მიმართ. მოიმატებს ფინანსურ საკითხებში პრობლემატური სიტუაციების იოლად განმუხტვის ალბათობაც.
მაქსიმალურად შეეცადეთ გამოავლინოთ ყურადღება და ხელგაშლილობა თქვენთვის ახლობელი ადამიანებისა და ოჯახის წევრების მიმართ. იმიტომ რომ, ამ პერიოდში სხვების მიმართ გამოჩენილი სიძუნწე ან ზედმეტი მერკანტილურობა სამომავლოდ ორმაგი დანახარჯებით დაგიბრუნდებათ უკან – როგორც იტყვიან, "ძუნწი, ორჯერ იხდის". ეს ფრაზა აქტიურია მიმდინარე კვირის მანძილზე და სასურველი იქნება თუ ამ მარტივ და დროში აპრობირებულ ჭეშმარიტებას გაითვალისწინებთ.
ეს ის პერიოდია, როცა მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა იქონიოთ და ნაკლებად შეიქმნათ ილუზია, რომ ბედისწერა საჩუქარს გიმზადებთ ამა თუ იმ სფეროში. მოგეხსენებათ, უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია. ამიტომ თუკი მაინც შეეცდებით ვინმეს თქვენი ვალდებულებები და საქმეები გადააბაროთ, მზად იყავით იმისთვის, რომ მისთვის განკუთვნილი საყვედურების გამო თქვენ მოგიწევთ გაწითლება და პასუხსაც მთელი სიმკაცრით აგებთ.
მაქსიმალური სიფთხილით მოეკიდეთ საზოგადოების მხრიდან თქვენი პერსონით მანიპულირების მცდელობის ფაქტებს. გამორიცხული არ არის სამსახურეობრივ ინტრიგებში ისე ოსტატურად იქნეთ ამ პერიოდში ჩათრეული, რომ ვერც კი გააცნობიეროთ როგორ გადაიქცევით მალე საყოველთაო განტევების ვაცად.
გამოიჩინეთ გონივრული დისტანცია და დიპლომატია, იყავით გულმოწყალე და კეთილგონიერი. ეს საუკეთესო გზაა საიმისოდ, რომ მაისმა თქვენ ცხოვრებაში ჭეშმარიტი გაზაფხულის და პოზიტივის დასაწყისს მისცეს დასაბამი.
იღბალს, ღიმილსა და ბევრ პოზიტიურ ემოციას გისურვებთ!