კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 6 -12 ივლისი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 6 -12 ივლისი

თუმცა, ყველა ორშაბათი როდია განსაკუთრებულად მძიმე, თუკი ცაზე მაგალითად მზე-პლუტონის ნეგატიური ასპექტი არ ფიქსირდება. ეს კი ზუსტად დამდეგ ორშაბათს ხდება და ამ ასპექტის ხარჯზე, ადამიანებს შორის ძალაუფლების დემონსტრირების, საკუთარი მიზნებისა და მოსაზრებების "რქებით" გატანის სურვილი ერთი ათად გაიზრდება. ჰოდა, ჩემო კარგებო, ორშაბათის სიმძიმეზე მითები რომ გავაქარწყლოთ, არც მეტი, არც ნაკლები მეტი ლოიალურობით უნდა მოვეკიდოთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობის ნიუანსებს.

უკვე 8 ივლისიდან პლანეტა მერკური კირჩხიბის ზოდიაქოს დაიკავებს, რის ხარჯზეც გაიზრდება ინტუიციური შესაძლებლობები, თუმცა მოიმატებს გაუგებრობებისა და წყენის ალბათობა ყოველდღიურ კავშირებში. კირჩხიბს მოგეხსენებათ, გაბუტვა და საკუთარ ნაჭუჭში ჩამალვა უყვარს - ჰოდა მერკურიც, ზუსტად რომ კირჩხიბისთვის დამახასიათებელ ამ თვისებას გაახმოვანებს, ამიტომ სასურველი იქნება ნაკლებად ჩავიხვიოთ რამე გულში. ხოლო თუ მაინც ვერ ვძლებთ, პროტესტის გრძნობა ღიად, მაგრამ დელიკატურად დავაფიქსიროთ თანამოსაუბრესთან.

ეს კარგი პერიოდია ისეთი სფეროს წარმომადგენლებისთვის ვისი საქმიანობაც პედაგოგიურ მოღვაწეობას, საოჯახო ბიზნესს, კვების ობიექტებს და საემიგრაციო სამსახურს უკავშირდება. დგება შესაფერისი მომენტი ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაში, როცა მარტივია ოჯახური კავშირების აღდგენა და ურთიერთობების გადახალისება. არაჩვეულებრივი შესაძლებლობები იშლება ამ მხრივ ოჯახური დასვენებისა და შვებულების ნათესავებთან ერთად გატარების მხრივ. რაც საშუალებას მოგცემთ თქვენი სისხლით ახლობლები, სულ სხვა რაკურსით და ახლებურად დაინახოთ.

7-10 ივლისის შუალედში განსაკუთრებული ფასი დაედება ინფორმაციას. შესანიშნავია ეს დღეები მათთვის, ვინც სამრეწველო ან კომერციულ საქმიანობას ეწევა. ბიზნესში უმართლებს იმ ხალხს, ვინც ინტუიციასთან ერთად ინფორმაციითაც იქნება შეიარაღებული. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ 8 ივლისს, მთვარე ვერძის ზოდიაქოში საკმაოდ რთული ასპექტებით მზესთან და პლუტონთან, ერთობ დაძაბულ, აგრესიულ ენერგეტიკას წარმოშობს ადამიანებში. ამიტომ მაქსიმალურად სცადეთ, ეს დღე მშვიდად და კონფლიქტების გარეშე გადააგოროთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ საჭესთან და კატეგორიულად მოერიდეთ ალკოჰოლოს, რომელიც არამხოლოდ ავტოსაგზაო შემთხვევების არამედ კვებითი ინტოქსიკაციის მიზეზიც შეიძლება გახდეს ამ დღეს.

იღბალს, ღიმილს და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ! Innocent

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?