კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 6 -12 ოქტომბერი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი  6 -12 ოქტომბერი

მანძილზე მოხდება გააქტიურება ნებისმიერი იმ საკითხისა, რომელიც პარტნიორობის, ურთიერთშეთანხმების, ზავის, ზოგადად ურთიერთობების გადახედვის თემას შეეხება. და ეს აქცენტები ეხება არამხოლოდ პირად სასიყვარულო ან პარტნიორულ ურთიერთობებს ამა თუ იმ ინდივიდის ცხოვრებაში, არამედ ზოგად პოლიტიკურ ჭრილშიც განიხილება იგი. ოქტომბრის თვე მნიშვნელოვან ძვრებსა და მოვლენებს მოიტანს ამ მხრივ, იმიტომ რომ სწორედ ოქტომბერში ხდება ორი უმნიშვნელოვანესი ასტროლოგიური მოვლენა მთვარისა და მზის დაბნელება, მათგან უახლოესი და უმნიშვნელოვანესი კი – მთვარის დაბნელება ვერძის ზოდიაქოში, სწორედ რომ ააქტიურებს პარტნიორობისა და დიქტატურის თემაზე დავის საკითხს . შესაბამისად, სასურველია, თუ ნებისმიერი სახის კონფლიქტს დაუსვამთ წერტილს მოახლოვებული დაბნელების პერიოდში (8 ოქტომბერს) და ამით საბოლოოდ შეკრავთ წრეს, წარსულს დაუტოვებთ უსიამოვნებათა მთელ კასკადს, რომელიც წინსვლაში გიშლით ხელს.

მიმდინარე კვირა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენით ხასიათდება – პლანეტა მერკური ჯერ კიდევ გასული კვირიდან რეტროგრადულ ფაზაში გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დადგა დრო არა გრანდიოზული გეგმების დასასახავად, არამედ წარსულის შეცდომების გასააზრებლად, აღმოსაჩენად და გამოსასწორებლად. ეს ის პერიოდია, როცა სასურველია თავი შეიკაოთ ხშირი გადაადგილებებისგან, განსაკუთრებით ქვეყნის საზღვრებს გარეთ. არ არის სასურველი სასამართლო დავის წამოწყება, ან ტექნიკის ყიდვა (ავტომობილი, საოჯახო ტექნიკა, მობილური ტელეფონი). ასევე მაქსიმალური ყურადღება უნდა დაუთმოთ იურიდიული საკითხების დროულად მოგვარების თემას.

ნუ იჩქარებთ ახალი, გრანდიოზული პროექტების წამოწყებას – ოქტომბერი საცდელ ვადას გაძლევთ საიმისოდ, რომ ახალ პერსპექტივებს წარსულთან "ვალგადახდილი" შეეჭიდოთ; საიმისოდ, რომ მომავალში გაუთვალისწინებელმა პრობლემებმა არ იჩინოს თავი. ყოველივე ამის პარალელურად კარგი იქნებოდა, მონაწილეობა არ მიგეღოთ არანაირი სახის კულუარულ გარჩევებსა და ჭორაობაში. იმიტომ რომ ამ თვის მანძილზე თქვენ მიერ ნათქვამი, თუნდაც უვნებელი ჭორი შესაძლოა სამომავლოდ თავის მართლებისა და ბოდიშის მოხდის მიზეზად გექცეთ. მონახეთ ადამიანები, ვისთანაც ბოლო პერიოდში მსუბუქი კონფლიქტი ან სულაც სამსახურებრივი უთანხმოება გქონდათ, გულწრფელად გაესაუბრეთ მათ და აღიარეთ, რომ ცდებოდით, თუ გსურთ, რომ ოქტომბრის თვემ თქვენთვის პროფესიული კუთხით "უღრუბლოდ" და მშვიდად ჩაიაროს.

სიმშვიდეს, გულწრფელობასა და მოთმინების უნარს გისურვებთ! Cool Wink Innocent

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?