ერთობ დატვირთული და მნიშვნელოვანი იქნება. უპირველეს ყოვლისა, საქმე ეხება დაბნელებებს, რომლებიც როგორც ბევრი ასტროლოგი ხუმრობს, "წყვილად დადიან" - რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოესი თვის მანძილზე ორი დაბნელება გველოდება ერთი მზის - 13 სექტემბერს, მეორე კი მთვარის უკვე სექტემბრის 28 რიცხვში. თუმცა, სტატიას კონკრეტულად ამ მოვლენების შესახებ და ასევე შესაბამის რეკომენდაციებს, ჩვენს საიტზე უახლოეს პერიოდში და უფრო ვრცლად შემოგთავაზებთ. ამჯერად კი მიმდინარე კვირის მნიშვნელოვან ტენდენციებზე გავამახვილებთ ყურადღებას.
პოზიტიურია ის ფაქტი, რომ ზუსტად უახლოესი კვირის მანძილზე პლანეტა ვენერა როგორც იქნა გაასწორებს მოძრაობას, ანუ რეტრო ფაზიდან ისევ სტაციონარულ მდგომარეობას დაუბრუნდება და პრობლემები, რომელიც მოყოლებული ივლისის მეორე ნახევრიდან ბევრი წყვილის ცხოვრებაში იდგა მტკივნეულად და აქტუალურად, მარტივი განმუხტვის კალაპოტს იპოვნის მალე.
ასევე 6-9 სექტემბრის შუალედში ბევრი ჩვენგანი იპოვის გამოსავალს ფინანსური საკითხების კუთხით, ან მოაგვარებს აქამდე არსებულ პრობლემებს, რომელიც უახლოეს წარსულში მოუგვარებელი და დროში სამუდამოდ გაწელილიც კი ეჩვენებოდა.
გარდა ამისა, ზუსტად კვირის ამ მონაკვეთშია მოსალოდნელი უნიკალური შემოქმედებითი იდეების დაბადება ბევრი კრეატიული ადამიანის გონებაში, გააქტიურდება მეგობრული და ჯგუფური კავშირები ამ მხრივ. გახშირდება ახალი, პერსპექტიული ნაცნობების შეძენის ალბათობაც.
კვირის მანძილზე ნეგატიური ასპექტებიც ფიქსირდება - კერძოდ ის, რომ მატულობს მოწამვლის და კვებითი ინტოქსიკაციის რისკი. სასურველია გონივრულად გამოიყენოთ სასმელი და ნაკლებად გადაამეტოთ ჭამა-სმის კუთხით . ასევე აუცილებელია სიფრთხილე გამოიჩინოთ ფინანსური გარიგებების მხრივ,
განსაკუთრებით იმ სფეროში, რომელიც ფარმაცევტიკას და მედიცინას ეხება. ეს პერიოდი მარტოოდენ სხარტ, გაქნილი კომერციული ალღოთი დაჯილდოებული ინდივიდებს თუ მისცემს შანსს საიმისოდ, რომ მასშტაბური და მომგებიანი პროექტები განახორციელონ, ისიც გონივრული რისკის ხარჯზე.
9 -10 სექტემბრის შუალედი მომატებული კონფლიქტურობით და აგრესიული ენერგეტიკით იქნება აღნიშნული, პლანეტა მერკურისა და პლუტონის ნეგატიური ასპექტის გამო. ამიტომ ამ პერიოდში უნდა მოერიდოთ ენამწარეობას, სიტყვიერ ბატალიებს და სხვების ღიად დადანაშაულებას არაკეთილსინდისიერებაში. სამაგიეროდ, კარგი პერიოდია საიმისოდ, რომ ეს დღეები კვლევით მუშაობას დაუთმოთ. მით უმეტეს თუ თქვენი პროფესია მედიცინას, კრიმინალისტიკას ან საგანმანათლებლო სფეროს უკავშირდება. განსაკუთრებით მოერიდეთ კონფლიქტების წამოწყებას იდეოლოგიურ-რელიგიური კუთხით.