კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 8-14 ივნისი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 8-14 ივნისი

პროდუქტიულიც იქნება თუკი საკმარის სითამამეს და წინდახედულებას გამოიჩენთ. პლანეტარული განლაგება კარგ პერსპექტივას იძლევა საიმისოდ, რომ უშუალო უფროსობასთან და ზემდგომებთან გარკვეული საკითხები შეათანხმოთ, თქვენთვის მომგებიანი ფინალით. კარგი პერიოდია იურიდიული პრობლემების მოსაგვარებლად.

კვირის დასაწყისში ასევე პოზიტიურად შეიძლება გადაწყდეს პირად ან ოჯახურ ცხოვრებაში დაგროვილი პრობლემები, ამ მხრივ შესაძლოა დიდი როლი ითამაშონ უფროსმა მეგობრებმა ან ასაკოვანმა ნათესავებმა. 8-9 ივნისის პერიოდი კარგია ასევე ბავშვებთან და მოზარდებთან ურთიერთობის დასარეგულირებლად.

12 ივნისიდან პლანეტა მერკური რეტროგრადული ფაზიდან, რომელშიც იგი ბოლო პერიოდის მანძილზე იმყოფებოდა, ისევ დაბრუნდება სტაციონარულ მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე, 12 ივნისის შემდგომ ადამიანებს შორის ურთიერთგაგების, ინფორმაციის სწორად მიღება-გადაცემა-ათვისების დონე საგრძნობლად მოიმატებს. შესაძლებელი გახდება ხანგრძლივმოქმედი საქმიანი თუ ფინანსური საკითხების მოგვარება ან წამოწყება.

კვირის შუა პერიოდში, იმის გათვალისწინებით, რომ სიყვარულის პლანეტა ვენერა უკვე ლომის ზოდიაქოშია და პლანეტა მერკურთან გააკეთებს დადებით ასპექტს გამოხატული იქნება რომანტიკული ნაცნობობა და ახალი სასიყვარულო ურთიერთობები , ძირითადად გადაადგილებისას (ქუჩაში) ან მოკლე მანძილზე მგზავრობისას ტრანსპორტით.

კვირის ბოლოს მზისა და მარსის ასპექტის გამო, მოიმატებს კონფლიქტებისა და კამათში მოწინააღმდეგის ნებისმიერ ფასად დამარცხების მოთხოვნილება ადამიანებში. სასურველია, უარი თქვათ აგრესიის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებაზე, ფრთხილად ატაროთ მანაქანა, ნაკლებად წახვიდეთ რისკზე და მაქსიმალური სიმშვიდით გაატაროთ უქმეები. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზღვეული არ იქნებით ტრავმებისგან როგორც ფიზიკური, ისე სულიერ-ემოციური თვალსაზრისით.

იღბალს, ღიმილსა და სიმშვიდეს გისურვებთ! Innocent

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?