კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 8 -14 სექტემბერი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 8 -14 სექტემბერი

სასურველია ნაკლებად შევუწყოთ ამ დღეს ხელი სხვადასხვა ტიპის კონფლიქტების წამოწყება-ესკალაციას. განსაკუთრებით ეს ეხება სუსტი სქესის წარმომადგენლებს, იმიტომ რომ მთვარე მოგეხსენებათ ქალური ენერგეტიკის მფლობელი პლანეტაა. გარდა ამისა, უახლოესი კვირის მანძილზე სასურველია მოვერიდოთ ალკოჰოლის გადამეტებული დოზით მიღებას და ზოგადად სასმელის ბოროტად გამოყენებას . იმიტომ რომ გაზრდილია მოტეხილობების, საავტომობილო შემთხვევების ალბათობა, რასაც არაფხიზელი მდგომარეობა ერთიორად ააქტიურებს.

კვირის შუა პერიოდში, სასურველია კარგად გადაამოწმოთ ნებისმიერი შეთანხმება რომელიც იურიდიული დოკუმენტაციით უნდა გამყარდეს. გამორიცხული არ არის საბუთებში უმნიშვნელო შეცდომის გამო, სამომავლოდ არაერთი ბიუროკრატიული სირთულე დაგხვდეთ წინ.

ზოგადად მნიშვნელოვანი შეთანხმებები სასურველია თუ 11-13 სექტემბრის შუალედში იქნება მიღწეული. იმიტომ რომ უკვე 13 სექტემბრიდან, გარკვეული სირთულეები იჩენს თავს ამ მხრივ. მით უმეტეს თუკი თქვენი საქმიანობა სარეკლამო სფეროს და ინტერნეტ ან სოციალურ პროექტებს შეეხება.

უკვე კვირის ბოლოს სასურველია უცხოეთში ვიზიტები დაიგეგმოს. არანაკლებ მომგებიანი იქნება უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობა და სამომავლო გეგმების დასახვაც.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?