კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 9-15 აპრილი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 9-15 აპრილი

რომ ადამიანებში კვირის პირველ დღეებში მომატებული იქნება ძალაუფლების წყურვილი, საკუთარი უპირატესობის ძალისმიერი გზით დემონსტრირების მცდელობა, გარშემო მყოფებით მანიპულირების სურვილი. შესაძლოა, წარმოიშვას პრობლემები კორპორატიულ ან ჯგუფურ კავშირებში. თუკი თქვენ გარკვეულ თანამდებობას ფლობთ სასურველია, მაქსიმალურად მოქნილი და დიპლომატიური იყოთ ზემდგომებთან და ზოგადად კოლექტივთან. არასასურველი პერიოდია მსხვილბიუჯეტიანი, ფინანსური ოპერაციების დასაგეგმად. სასამართლო პროცესების წამოსაწყებად და იურიდიული დოკუმენტაციის გასაფორმებლად.

11 აპრილს ვენერასა და მარსის დადებითი ასპექტი შედის ძალაში. ეს არის ორი "გენდერული" პლანეტა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებში მოიმატებს რომანტიკულობა. იზრდება სასიამოვნო, სასიყვარულო ურთიერთობების წამოწყების ალბათობა. კარგი პერიოდია აქტიური ცხოვრების წესის წამოსაწყებად. დაკავდით სპორტით ან ცეკვით.

12 აპრილს ვენერა ასპექტშია ნეპტუნთან, რაც იმას ნიშნავს, რომ რომანტიკულ განწყობას დაემატება პარტნიორის იდეალიზაციის სურვილი. ამ პერიოდში დაწყებულ სასიყვარულო რომანებში გარკვეული იდეალიზმი დომინირებს. შესაძლოა ახალგაცნობილი ადამიანი ზედმეტად დადებითი და უნაკლო მოგეჩვენოთ, რაც სამომავლოდ, რა თქმა უნდა, სულაც არ იქნება ასე. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსური ოპერაციებისას. არსებობს გაუგებრობების, ქაოსისა და შეცდომების დიდი ალბათობა.

14 აპრილს იუპიტერისა და პლუტონის დადებითი ასპექტი გააადვილებს სოციალური კონტაქტების გაფართოებისა და დამყარების მოთხოვნილება-შესაძლებლობებს. კარგი პერიოდია საიმისოდ, რომ დაგეგმოთ შეხვედრები უცხოელებთან. მოკლევადიანი მივლინებები ან გადაადგილებები. თუმცა, ამავე დღეს მარსისა და ნეპტუნის ასპექტიც ფიქსირდება ცაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრმად არავის უნდა ენდოთ. განსაკუთრებით ძლიერი სქესის წარმომადგენლებს. არსებობს სიზარმაცისა და საქმის მარტივად გაკეთების დიდი მოთხოვნილება. სასურველია ამ დღეს აჯობოთ აპათიასა და კომფორტის მოთხოვნილებას.

15 აპრილიდან პლანეტა მერკური რეტროგრადული მოძრაობიდან ისევ დირექტიულ მიმართულებაში ბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგი პერიოდი იწყება ნებისმიერი ახალი საქმიანობის წამოსაწყებად. ადამიანებში ამ პერიოდიდან კომუნიკაცია გამარტივდება. შესანიშნავი დროა სწავლისა და ახალი ინფორმაციის მისაღებად.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?