ეს ის პერიოდია, როცა მატულობს ახალდაწყებული პროექტების არცთუ პერსპექტიულად განვითარების ალბათობა, განსაკუთრებით მაშინ თუ იგი მედია ან ვებპროექტს წარმოადგენს. ამასთან ერთად, დიდია ადამიანებში საქმიანი მოლაპარაკებებისას შექმნილი გაურკვევლობის შანსი. იმიტომ რომ, ამ პერიოდში ჩვენ ნაკლებად ვართ მიდრეკილნი იმისკენ, რომ სხვას გულდასმით მოვუსმინოთ და მით უმეტეს, კომპრომისი გამოვნახოთ აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში.
ნუ გაგაკვირვებთ ის ფაქტიც, თუ სწორედ ეს კვირა წამოჭრის თქვენ წინაშე წარსულში გადაუჭრელი ან სანახევროდ გადაჭრილი, შუა გზაზე მიტოვებული პრობლემების სასწრაფოდ მოგვარების აუცილებლობას . კარგი დროა უმცროს დედმამიშვილებთან, უახლოეს გარემოცვასთან ურთიერთობის დასალაგებლად.
რომანტიკული ურთიერთობების კუთხით იმატებს ე.წ. "ერთი ნახვით შეყვარების" პრეცენდენტები . რაც იმას ნიშნავს, რომ სასურველია, ამ პერიოდში ახალგაცნობილი ადამიანი, რომელიც შესაძლოა იდეალურად ან იდეალთან მიახლოვებულად მოგეჩვენოთ სასწრაფოდ არ გააქანოთ მმაჩის ბიუროში, თქვენი მომავალი ურთიერთობის დასაკანონებლად.
იყავით უფრო ფრთხილი, წინდახედული და ობიექტური ინტერესის ობიექტთან მიმართებაში თუ გსურთ, რომ თავი დაიზღვიოთ გართულებისგან.
ნათელ გონებას, ობიექტურად განსჯის უნარს და ოპტიმისტურ განწყობას გისურვებთ!