კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ჰაერის ნიშნებისთვის: ტყუპი, სასწორი, მერწყული (15.10. – 21.10.)

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ჰაერის ნიშნებისთვის: ტყუპი, სასწორი, მერწყული (15.10. – 21.10.)

ტყუპი

ამ კვირაში ძალიან გჭირდებათ ბუნებასთან ახლო კავშირი. მსგავსი აქტივობა აგარიდებთ დეპრესიულ ფიქრებსა და აგრესიას. სამსახურში ან სასწავლებელში წასვლამდე ცოტა ფეხით გაისეირნეთ.

მარტოხელა ტყუპს ვარსკვლავები ურჩევენ, რომ თვალისმიერი კონტაქტი დაამყარონ ადამიანებთან, განსაკუთრებით მათთან, ვინც მოსწონთ, რადგან მზერა სიტყვებზე მრავლისმთქმელია.

ოხ, როგორ არ გიყვართ ლოდინი... ამ კვირაში მაინც ნუ იჩქარებთ! მოიკრიბეთ მოთმინება, ცხოვრებაში ყველაფერი სწრაფად არ ვითარდება.

ტყუპს, რომლებსაც პარტნიორი ჰყავთ ეროტიკული კვირა ელით. სექსუალური ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. მოსალოდნელია სქესობრივი კავშირი საძინებლის მიღმა: მანქანა? საპირფარეშო? ეშმაკის ბორბალი, რომელიც ქალაქის ყველაზე დიდ პარკში დგას? შესაძლოა, კიდევ უფრო ორიგინალური იდეა მოგაფიქრდეთ.

სასწორი

თქვენი უფროსი ყურადღებას მოადუნებს და ქორის თვალით აღარ დაგაკვირდებათ. როგორც იქნა, თქვენ მისი სრული ნდობა მოიპოვეთ.

თქვენს ცხოვრებაში შეიძლება დაბრუნდეს ადამიანი, რომელსაც ერთხელ უკვე გამოემშვიდობეთ - მეგობარი ან ყოფილი პარტნიორი.

ამ ბოლო დროს ძალიან დაკავებული ხართ და დროს ვერ პოულობთ პირადი ცხოვრებისთვის, უფრო კონკრეტულად სიყვარულისთვის და კარგი სექსისთვის. ოთხშაბათიდან შედარებით გამოგითავისუფლდებათ დღის განრიგი და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება, ასე რომ ნერვიულობა არ ღირს.

წვრილმანებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. ყოფით პრობლემებს არ გააღიზიანებინოთ თავი. ეს გააქრობს თქვენს კრეატიულ იდეებს და დაგიქვეითებთ შემოქმედებითობას.

დედიკო სასწორებო, მეტი დრო დაუთმეთ შვილთან ერთად თამაშს. მის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეგაქვთ.

მერწყული

მართალია, ჩვეულებრივ დიდად კონკურენციის მოყვარული არ ხართ, მაგრამ ამ კვირაში ყველაფერი შეიცვლება: გამოიწვევთ ადამიანს, რომელსაც თავი თქვენზე უკეთესი ჰგონია და დაამარცხებთ კიდეც.

რომანტიკულ ფრონტზე  გაუდაბნოება გელით... არ შეინიშნება არც ახალი ნაცნობობა და არც სასიამოვნო ფლირტი. უკვე არსებულ ურთიერთობაში მღელვარებისა და ვნების ნიავსაც არ უნდა ელოდოთ.

იმ მერწყულებს, რომლებსაც ფარული ინტერესი აქვთ საპირისპირო სექსის მიმართ, ვარსკვლავები გრძნობების დამალას და ჩაკვლას ურჩევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალმხრივი სიყვარულისთვის არიან განწირული. არა მგონია, მსგავსი თავისტკივილი გჭირდებოდეთ...

შესაძლოა, იმედი გაგიცრუოთ ადამიანმა, რომელსაც ენდობით და აღმოაჩინოთ, რომ მასთან მარგალიტი ტყუილად გაგიბნევიათ. ასევე, იზრდება ენერგეტიკულ ვამპირთან დროს გატარების ალბათობა, რაც უარყოფითად აისახება თქვენს სამუშაო პროცესზე. განერიდეთ მას, თუნდაც დროებით კაბინეტის შეცვლა დაგჭირდეთ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?