კირჩხიბი
უფრო მეტად უნდა გააქტიურდნენ საზოგადო მოღვაწეები. შესაძლოა დროებით პროფესიულმა ქაოსმა მოგიცვათ, მაგრამ 8 ნოემბრიდან ყველაფერი დალაგდება, მეტიც, თქვენს ცხოვრებაში აღმავლობის პერიოდი დაიწყება, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ფინანსურ მდგომაროებაზე, ადგილის დამკვიდრებაზე, პოპულარულობაზე, კარიერულ წინსვლაზე. თუ ცხოვრებამ შეგანჯღრიათ, იცოდეთ, რომ თქვენს შეღვიძებას ცდილობს. ამ კვირაში შექმნით ნიადაგს იმისთვის, რომ კიდევ უფრო დამოუკიდებელი გახდეთ. ზოგიერთ კირჩხიბს ლიდერობის სურვილი გაუჩნდება და კარგადაც გაართმევს თავს ამ პასუხისმგებლობას.
ლომი
ზოგიერთი ლომი ამ კვირაში საზღვარგარეთ წასვლისთვის დაიწყებს მზადებას. მომავალი 4 თვის განმავლობაში ცხოვრება ისეთ სიტუაციებში ჩაგაყენებთ, რომლის წარმოდგენასაც ადრე ვერც კი შეძლებდით.
ამ კვირიდან მოყოლებული თქვენი ყოველდღიურობა გაჯერებული იქნება საინტერესო დეტალებით ან თავგადასავლებით. ის ლომები, რომელთა ცხოვრებაში დიდი ხანია აღარაფერი ხდება, თავს გამომწყვდეულად იგრძნობენ, თითქოს ცხოვრებამ ერთ ადგილას გაყინა და წინსვლის საშუალებას აღარ აძლევს.
ქალწული
ის ქალწულები, რომლებიც 2011 წლიდან მოყოლებული რაღაცისთვის იბრძვიან, მიზანს მიაღწევენ - ან სახლს დაიბრუნებენ, ან ციხიდან გამოვლენ, ან ქრონიკულ დავადებას დაამარცხებენ, ან დაკარგულ ოჯახის წევრს იპოვიან, ან გამდიდრდებიან. ოთხშაბათი არცთუ ისე სასიამოვნოდ ჩაივლის, მაგრამ ერთი დღით აიტანეთ ნერვების მოშლაცა და კონფლიქტებიც. საერთო ჯამში, კარგი კვირა გელოდებათ.
სასწორი
ზოგიერთი სასწორი სიმპათიით განეწყობა იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც ადრე ვერ იტანდა, ან რომანტიკულ ძაფებს გააბამს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან, რომელიც საერთოდ არ შეეფერება.
თქვენ უკვე გაქვთ რომანის გამოცდილება და ისიც იცით, რა არის ნამდვილი სიყვარული.
თუ კიდევ ერთი ურთიერთობის წამოწყებას გადაწყვეტთ, არ გაიმეოროთ წარსულში დაშვებული შეცდომები. ამ კვირაში მიიღებთ საჩუქარს ან გამოგისწორდებათ ფინანსური მდგომარეობა.
მორიელი
სცადეთ დაუახლოვდეთ კოლეგებს. თუ წამყვანი პოზიცია გიჭირავთ, დაანახეთ თქვენს თანამშრომლებს, რომ მათი დიდი გულშემატკივარი ხართ და, ყოველთვის, როცა საშუალება მოგეცემათ, პრემიითა თუ სხვაგვარი წახალისებით, მოტივაციას აუმაღლებთ. სავარაუდოდ, ისინი მოგმართავენ თხოვნით. ნუ ეტყვით უარს. იმ მორიელებმა, რომლებიც სამსახურის შემდეგ ალჰოკოლის წრუპვას მიეჩვივნენ, სასმელზე სრულიად უნდა თქვან უარი, თორემ ახლო მომავალში გალოთდებიან. კარგი კვირაა გეგმების შესადგენად, ზოგიერთი ადამიანის წარსულში ჩასატოვებლად და საკუთარი თავისთვის დაბადების დღის საჩუქრის ასარჩევად.
მშვილდოსანი
ამ ბოლო დროს თავს აღარ უვლით, დროა სარკეში ჩაიხედოთ და დაინახოთ, რომ წარბებიც მოსაწესრიგებელია, სახის კანიცა და თმაც. კვირა ჩაივლის ქაოსურად, ამიტომ შაბათ-კვირას დაღლილობას იგრძნობთ. ამ პერიოდში მიღებულმა სტრესმა, შესაძლოა თავი იჩინოს მსუბუქი ნერვული პრობლემების სახით. მოსალოდნელია მაღალი თანამდებობის პირთან კამათი ან უარესი, მისი გადამტერება, რაც მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირებით არ შემოიფარგლება.
თხი რქა
ამ ნიშნით დაბადებულები თითქმის მთელ კვირას სახლში გაატარებენ, ხოლო თუ შინ ადრე
დაბრუნებას ვერ მოახერხებენ, გაღიზიანდებიან და გუნებაც გაუფუჭდებათ. შეგეხმიანებათ მეგობარი ან ნათესავი, რომელსაც დიდი ხანია არ მოუკითხიხართ. შესაძლოა ჩათვალოთ, რომ სამსახური მოგბეზრდათ და ახალ სამუშაოზე დაიწყოთ ფიქრი. ხელმძღვანელი თხის რქები მოერიდონ თანამშრომლებთან პოლიტიკური საკითხების განხილვას. ამ ნიშნით დაბადებული ზოგიერთი ადამიანი შექმნის მისთვის სასარგებლო ალიანსს. ამ კვირაში ნუ აიძულებთ თავს იმის გაკეთებას, რაც არ გინდათ ან არასწორად მიგაჩნიათ, სანაცვლოდ რასაც არ უნდა დაგპირდნენ.
მერწყული
იმ მერწყულების ცხოვრებაში, რომლებიც ბოლო დროს ვარსკვლავებმა ძალიან გაანებივრეს კარგი სიახლეებით, სტაბილურობის პერიოდი დგება. ჩაცხრება ემოციები და აღარც აჟიტირებით იფრენთ ღრუბლებში.
კარგი დროა პროექტის, წიგნის, სცენარის ან ლექსების კრებულის დასაწერად. ნუ შეუშინდებით სიცივეს,
გაიარეთ ქალაქში, თქვენი ინსპირაციის წყარო ერთი შემთხვევითობა გახდება... გამოიჩინეთ სიფრთხილე ახალ ნაცნობებთან ურთიერთობისას. შეუფერებელი დროა მეგობრისთვის საიდუმლოს გასამხელად.
თევზები
ამ კვირაში იპოვით მიზეზს, თუ რატომ ვერ ხართ ისეთი პროდუქტიული, როგორიც გინდათ რომ იყოთ. შესაძლოა მოიმატოთ წონაში, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დიეტა უნდა დაიწყოთ. პირიქით, პლუს ორი-სამი კილოგრამი კიდევ უფრო დაგამშვენებთ. შესაძლოა სესხი, რომელიც ოდესღაც აიღეთ, პრობლემად გექცეთ. ეცადეთ ხშირად მოუმზადოთ ოჯახის წევრეს კერძები, რადგან სწრაფი კვების ობიექტებში სადილობამ შესაძლოა საჭმლის მომნელებელი სისტემა დაუზიანოს მათ. დაიწყეთ ფულის შეგროვება, ახლო მომავალში ძალიან გამოგადგებათ. მეტი დრო დაუთმეთ მეგობრებთან ურთიერთობას, მათთან დიალოგის შემდეგ თავს უკეთ იგრძნობთ.
ვერძი
6 ნოემბრის შემდეგ თქვენი ცხოვრება დასტაბილურდება. გასულ კვირას სანერვიულო შეგვხდათ, რომელმაც გადაგღალათ. ეცადეთ ამ კვირაში მეტი დრო დაუთმოთ დასვენებას და ჰობს, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ - თუნდაც საყვარელი სერიალის ყურებას. ის ვერძები, რომლებიც დისტანციურ ურთიერთობაში არიან - ანუ მათი პარტნიორი სხვა ქალაქში ან სოფელში ცხოვრობს - როგორც იქნა, საყვარელ კაცს/ქალს შეხვდებიან. ესაუბრეთ მას საკითხზე, რომელიც გაწუხებთ.
კურო
მოემზადეთ, ამ კვირაში თქვენს ცხოვრებაში მიწისძვრაა მოსალოდნელი! მართალია თქვენ სიურპრიზები და სიახლეები გაშინებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში თავიდან ვერ აიცილებთ. კუროები, რომლებმაც რომანი 2011 წელს დაიწყეს, პარტნიორს დაშორდებიან. თუმცა გახსოვდეთ, როცა ერთი კარი იხურება, მეორე იღება, ასე რომ სახლში ჯდომას და გლოვს, სჯობს ჯერ თავისუფლებით დატკბეთ, შემდეგ კი ახალ ურთიერთობას შეეგებოთ.
ტყუპი
ბრწყინვალე დროა ფიქრისთვის - რა შეგიძლიათ? რა გეხერხებათ? როგორ უნდა წარმართოთ საკუთარი მომავალი? რა გაინტერესებთ? რა არის თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები? სწორედ ამ კითხვებზე იპოვით პასუხებს. ეწვიეთ პროფესიულ საიტებს, მოძებნეთ ვაკანსიები, გააგზავნეთ სივები, შესაძლოა ხელი წამოჰკრათ სამსახურს, კარგი ანაზღაურებით. ამ კვირაში მეგობრებისგან ყურადღების დანაკლისს იგრძნობთ. თავს უფლება არ მისცეთ, რომ ლეთარგიამ დაგამარცხოთ.