ზოდიაქოს სტუმრობს უახლოესი ერთი თვის მანძილზე, ამიტომ თევზებისთვის დამახასიათებელ პასიურ პერიოდს ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ბოლო მოეღება და ცხოვრება მთელი თავისი "ექშენით" წარსდგება ადამიანების წინაშე. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ვერძი ენერგიულობასთან ერთად ერთობ უხეში, ხისტი და კონფლიქტური ნიშანია, ამიტომ ამ პერიოდში აგრესიის დონე, კომპრომისზე არწასვლის მოთხოვნილება და ყველაფერში "ვერძულად რქებით მიწოლის" სურვილიც მომატებული იქნება . შესაბამისად, დიპლომატიის უნარი და ლოიალურობა ამ კვირაში ყველაზე კარგი მოკავშირეა სასურველი მიზნების მისაღწევად.
22-24 მარტის შუალედში ადამიანებს ინტუიცია საკმარისზე მეტად გაუმძაფრდებათ . ეს ის დროა, როცა სასურველია ცხოვრების ტემპის შეუნელებლადაც მიიღოთ გულითა და გუმანით ნაკარნახევი გადაწყვეტილებები. ამ დღეებში ერთი ნახვით სიყვარულის შემთხვევები მოიმატებს, შესაძლებელია ბევრი მხურვალე რომანი გაჩაღდეს სწორედ 22-24 მარტის შუალედში. თუმცა, ასევე მოიმატებს სასიყვარულო კავშირებში თავის მოტყუებისა და ილუზიებზე აყოლის ალბათობაც . ამიტომ აჯობებს ობიექტურად შეაფასოთ სიტუაცია და დელიკატურად, თუმცა კონკრეტულად და მტკიცედ დააფიქსიროთ თქვენი აზრი. ეს აუცილებელია საიმისოდ, რომ სამომავლოდ დღევანდელმა "თვალის დახუჭვის" მცდელობამ, სერიოზულ განხეთქილებამდე არ მიგიყვანოთ საყვარელ ადამიანთან.
25-26 მარტს მზე-სატურნის დადებითი ასპექტები საშუალბას მოგცემთ სამსახურებრივი საკითხები სპონტანურად, თუმცა ერთობ მომგებიანად დაარეგულიროთ. მით უმეტეს თუ საქმე ხელქვეითებთან ან პირიქით, კონკრეტულ ზემდგომ სტრუქტურებთან ურთიერთობას ეხება . ამ პერიოდში მოიმატებს ნებისყოფა, ცივი გონებით სიტუაციის ანალიზის უნარი და გამჭრიახობა. შესაბამისად, ეს კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი ბიუროკრატიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო დავების საწარმოებლად ან აქტიური სპორტული ცხოვრების დასაწყებად. შეგიძლიათ თამამად დაიწყოთ დიეტა ან გადახვიდეთ ჯანსაღ კვებაზე, ნებისყოფა ბევრ თქვენგანს ამ მხრივ უახლოესი ერთი თვის მანძილზე ნამდვილად არ უმტყუნებს.
კვირის ბოლოს ნუ გააკეთებთ დიდ შენაძენს, ნუ წამოიწყებთ მსხვილბიუჯეტიან პროექტებს ან საქმიან გარიგებას . ეს პერიოდი არც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის იქნება მომგებიანი. ამიტომ მსგავსი ტიპის ქმედებები, აჯობებს სამომავლოდ გადაიდოს.