კვირის ჰოროსკოპი კირჩხიბისთვის (9-14 ოქტომბერი)

კვირის ჰოროსკოპი კირჩხიბისთვის (9-14 ოქტომბერი)

არაჩვეულებრივი პერიოდია იმ წიგნების წასაკითხად, რომლის  სიაც დიდი ხნის წინ შეადგინეთ, მაგრამ ვერა და ვერ იპოვეთ დრო. დაასრულეთ ძველი პროექტები. თუ თავში ერთი და იგივე ფიქრი დიდი ხანია გიტრიალებთ, დროა გონებასა და წარმოსახვის უნარს გასცდეთ და რეალობად აქციოთ. უფლება მიეცით თქვენში არსებულ არტისტს, ფრთები გაშალოს!

ამ კვირაში   მოიმატებს თქვენი ქარიზმატულობა და მიმზიდველობა. თუ არ გსურთ, რომ საეჭვო რეპუტაციის მამაკაცები გამოგეკიდონ, ნათელი მოჰფინეთ თქვენს პირად ცხოვრებას. იმავეს ვურჩევდით კაც კირჩხიბებსაც - თუ გაღიზიანებენ ქალები, რომლებიც სასურველი პიროვნების ხელში ჩასაგდებად, უკან არაფერზე იხევენ, გარკვევით აუხსენით მათ, რომ შეყვარებული ან მეუღლე გყავთ.

თუ მარტოხელა ხართ, გამოჩნდება თქვენით სერიოზულად დაინტერესებული მდიდარი ადამიანი საზოგადოების მაღალი წრიდან. შესაძლოა,  მას სრულიად შემთხვევით გადაეყაროთ ქუჩაში, კაფეში ან გალერეაში.

გამოხატეთ სურვილები თამაშ-თამაშით და არა კატეგორიული ტონით საყვარელ ადამიანთანაც და სამსახურშიც. მალევე აღმოაჩენთ, რომ ეს უფრო ეფექტური გზაა მიზნის მისაღწევად.

მოსალოდნელია მცირე კამათი პარტნიორთან, მაგრამ ნუ მიანიჭებთ ამას დიდ მნიშვნელობას. აღნიშნული უთანხმოება სწრაფად მოგვარდება, მთავარია მეორე ნახევარი დაარწმუნოთ თქვენი გრძნობების ძალაში.

დიდი ალბათობით, თქვენი თავგადაკლული მუშაობა და საქმის სწრაფად წინ წაწევის მცდელობა, ამჯერად ჩაფლავდება, მაგრამ არ დაღონდეთ და არც სასოწარკვეთილებას მისცეთ თავი, რადგან მომავალ კვირაში ყველაფერი გამოსწორდება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?