კვირის ჰოროსკოპი კუროსთვის (9-14 ოქტომბერი)

კვირის ჰოროსკოპი კუროსთვის (9-14 ოქტომბერი)

შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ყველაფერი თავზე გაყრიათ და ვერაფერს უმკლავდებით. ამ დროს უბრალოდ  ტაიმ-აუტის საშუალება მიეცით თავს. დასვენებულ გონებაზე, დაწყნარებული ნერვებით, უკეთესად გაუმკლავდებით საქმეს.

თუ ოფისი ან სახლი მოუწესრიგებელი გაქვთ, სამუშაოზე კონცენტრაცია გაგიჭირდებათ, ამიტომ, პირველ რიგში, სწორედ ამ საკითხს მიხედეთ. სისტემაში მოიყვანეთ თქვენი კომპიუტერის დესკტოპი, ”ბლოკნოტები“ და პროფესიული  სახელმძღვანელოები.

ამ კვირაში აუცილებლად უნდა დაკავდეთ ფიზიკური აქტივობით, წინააღმდეგ შემთხვევაში შეგაწუხებთ ზურგის, ბეჭებისა და წელის ტკივილი.

კუროებო, კარგი დროა პარტნიორისთვის ხელის სათხოვნელად. არ შეგეშინდეთ უარის. მეორე ნახევარი სიამოვნებით დაგთანხმდებათ. ისიც გრძნობს, რომ ახალ ეტაპზე გადასვლის დროა.

თუ მარტოხელა ხართ, დაპატიჟეთ თანამშრომელი/კურსელი კინოში... ან იქნებ მას თეატრი ურჩევნია? სადაც არ უნდა წახვიდეთ, დროს სასიამოვნოდ გაატარებთ.

მაღალია ალბათობა იმისა, რომ ბიზნესშეხვედრაზე გადაეყრებით საპირისპირო სქესის წარმომადგენელს, რომელიც ვნებას აღძრავს თქვენში - მაშინაც კი, თუ დაოჯახებული ხართ - ამიტომ საკუთარი სადავეები მტკიცედ ჩაბღუჯეთ! არ აჰყვეთ ცდუნებას, თუ გეჩვენებათ, რომ ბოლო დროს ძალიან მოსაწყენი ოჯახური ცხოვრება გაქვთ და გადახალისება არ გაწყენდათ. ყველაფერი ისე გართულდება, რომ განქორწინებამდეც  მივა საქმე.

რა თქმა უნდა, თუ თავისუფალი ხართ, ხელის შემშლელი გარემოება არ არსებობს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?