კვირის ჰოროსკოპი თევზებისთვის (8-14 ოქტომბერი)

კვირის ჰოროსკოპი თევზებისთვის (8-14 ოქტომბერი)

თევზები, რომლებმაც დიდი ხანია თვალი დაადგეს საპირისპირო სქესის წარმომადგენელს, როგორც იქნა, გაბედავენ მის ჩაიზე დაპატიჟებას - თუ მას ჩაი არ უყვარს, ნუ შექმნით ტრაგედიას, უბრალოდ, ყავა შეუკვეთეთ. პაემანი სასიამოვნოდ ჩაივლის. მიხვდებით, რომ გრძნობების მოზომილად აფიშირება, არც ისეთი საშიშია, როგორიც გეგონათ.

თევზებო, გაიზარდება თქვენი თავდაჯერებულობა და შინაგანი ძალა. ყველა იმ პროექტს, რომელზეც მუშაობთ, წარმატებით გაართმევთ თავს!

ჟურნალისტი თევზები მოიპოვებენ ექსკლუზიურ ინფორმაციას, რაც დადებითად აისახება მათ კარიერულ წინსვლაზე.

კვირის შუაში ახალი ავეჯის შეძენის სურვილი შეგიპყრობთ.  ინტერიერის გადახალისება კარგი იდეაა, მაგრამ თავს ნუ გაიკოტრებთ. იპოვეთ ოქროს შუალედი: შოპინგი - იაფად.

ზოგიერთ თევზს ამ კვირაში  ეჭვი გაუჩნდება, რომ საყვარელი მამაკაცი ღალატობს. ეჭვების გულში ჩახვევასა და გამოძიების დაწყებას, სჯობს გულახდილად გაესაუბროთ პარტნიორს. თუ მეორე ნახევარი გეტყვით, რომ თქვენდამი გრძნობები გაუნელდა, სიცრუეში მაინც აღარ იცხოვრებთ და მცირე დეპრესიის შემდეგ, ცხოვრებას განაგრძობთ.

შეყვარებულთან/ქმართან დაშორების შემთხვევაში ნუ იჩქარებთ ინფორმაციის გავრცელებას. განსაკუთრებით, თავი შეიკავეთ უფროსთან და კოლეგებთან გულახდილობისა და Facebook პოსტებისგან.

კვირის ბოლოს წონაში მატებაა მოსალოდნელი, მაგრამ ნუ შეშინდებით, რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი თქვენს სილამაზეს ვერ დააკნინებს!

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?