კვირის ჰოროსკოპი თხის რქისთვის (8-14 ოქტომბერი)

კვირის ჰოროსკოპი თხის რქისთვის  (8-14 ოქტომბერი)

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები კვირის დასაწყისიდანვე ახალ მიზნებს დაისახავენ. განსაკუთრებით ისინი გააქტიურდებიან, ვინც ბოლო დროს ცხოვრებაზე თითქოს ხელი ჩაიქნია. ამ  კვირას  გამოღვიძებასა და საკუთარი პოტენციალის აღმოჩენა-განაწილებას დაუთმობთ. ირგვლივ ყველაფერი შთაგაგონებთ  და  მოქმედებისკენ გიბიძგებთ. გაიხსენეთ ვინ ხართ! ის პიროვნება, რომელიც მიზნისკენ სწრაფვისას შეუჩერებელია!

თქვენი ცხოვრების გაუმჯობესებაში დიდ როლს შეასრულებენ მეგობრები, ნათესავები და კოლეგები. მათი დახმარება განსაკუთრებით სამშაბათს ან ოთხშაბათს დაგჭირდებათ.

პრობლემების გადაჭრისას უკვე ნაცადი ხერხების გამოყენება გიყვართ. ის, რაც პრაქტიკაში ფართოდაა დანერგილი, ნამდვილად კარგია, მაგრამ ზოგჯერ ახალი მიდგომა  დაგიზოგავთ დროსა და ენერგიას, ამიტომ თუ ინოვაციას შემოგთავაზებენ,  ნუ დაიწუნებთ.

მარტოხელა თხის რქებო, იდეალური პარტნიორის ძიების პროცესი ძალიან გაგეწელათ. ვარსკვლავები შანსს მოგცემენ ცხოვრება დაუკავშიროთ ადამიანს, რომელსაც წარსულში უარი უთხარით. შესაძლოა მასთან ერთად მუშაობდით ან საერთო სამეგობრო წრე გყავდათ.

თხის რქებო, თუ თქვენ მარტო არ ხართ, გაუფრთხილდით მეორე ნახევარს და  ნუ აქცევთ ფულს განხეთქილების ვაშლად.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?