ვერძებო, ადამიანებს თქვენი ფიქრების კითხვა არ შეუძლიათ, ამიტომ ნუ ელოდებით, რომ უსიტყვოდ გაგიგებენ: გაწუხებთ რაიმე? უთხარით! გულს გწყვეტთ მათი რომელიმე საქციელი? ამოთქვით, ნუ იკავებთ თავს!
თავისუფალ ვერძებს ვარსკვლავები ეკითხებიან: ”რატომ ჩამოგიშვიათ ცხვირი და დაგიჩემებიათ, რომ მარტოობა გტანჯავთ?“ შეხედეთ თქვენს სიტუაციას, სინამდვილეში გვერდით არავინ გჭირდებათ, ამ ეტაპზე მაინც. თუ მხოლოდ შეყვარებულის გვერდით გესახებათ ბედნიერება, ადექით და პარტნიორი ეძებეთ იქ, სადაც უწინ არასდროს გიძებნიათ.
ამ კვირაში ეცდებიან ჩაგითრიონ ეროტიკულ თამაშში, რომელიც მართალია სიამოვნებას მოგანჭებთ, მაგრამ საბოლოოდ ცუდად შემოგიბრუნდებათ. არსებობს ინფორმაციის გაჟონვა-გასაჯაროების საშიშროება, ამიტომ რისკზე წასვლისგან და ადამიანთა არაადეკვატური ნდობისგან თავი შეიკავეთ. ასევე, ამ კვირაში მოერიდეთ ე.წ. ნუდების (შიშველი ფოტოების) გაგზავნას სოციალურ ქსელში. შესაძლოა, გვერდი გაგიტეხონ ან თქვენი სურათი იხილოს იმ ადამიანმა, ვისთვისაც არ იყო განკუთვნილი.
ხუთშაბათი-პარასკევი დახუნძლული იქნება ემოციებით. პარტნიორს დაუსვამთ შეკითხვებს, რომელზეც ადრე არასდროს გისაუბრიათ, ისიც მოგთხოვთ ახსნა-განმარტებებს წარსულში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით.