მოთხოვნილება და თავგადასავლების სურვილი. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ეტაპზე პლანეტა ვენერა "ბუნტისთავ" ვერძის ზოდიაქოს ნიშანს გადის, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მარტი ერთობ აქტიური და რომანტიკული თვე იქნება. თუმცა, ვის, როგორ და რამდენად გაუმართლებს პირადში ამას უკვე თქვენი ზოდიაქოს ნიშანი გეტყვით.
ვერძისთვის ემოციურად რთული კვირაა. ცდუნებას ეომოთ პარტნიორს, ალბათ ძნელად თუ გაუძლებთ.
კუროს იდეალური პერიოდი ექნება. პირად ცხოვრებაში სიმშვიდე და ურთიერთგაგება დაისადგურებს.
ტყუპს მგზავრობისას ან ინტერნეტ-მიმოწერით დაწყებული რომანი ელის. უკვე არსებულ კავშირებს კიდევ უფრო გაამყარებს.
კირჩხიბი საოჯახო საქმეებით დაკავდება და მისი სიყვარული პარტნიორის მიმართ კიდევ უფრო გაიფურჩქნება.
ლომისთვის რთული იქნება მონახოს ბალანსი პირად საჭიროებებსა და პარტნიორთან კომპრომისს შორის.
ქალწული იდეალურად მოაგვარებს პირად ცხოვრებაში არსებულ პრობლემებს და ამ ყველაფერს აღნიშნავს კიდეც რომანტიკულ გარემოში.
სასწორს ახალი ურთიერთობები შეასხამს ფრთებს და ამ კვირაში ისეთი რომანტიკული იქნება როგორც არასდროს.
მორიელს ეჭვიანობის მანია შემოუტევს და შესაძლებელია სიტუაცია ძალიან გააფუჭოს უხეშობითა და მოუთმენლობით.
მშვილდოსანი როგორც იქნა, გაერკვევა ვისთან უნდა მეგობრობა და ვისთან - სიყვარული.
ხოლო თხის რქა დაუვიწყარ წუთებს გაატარებს საყვარელ ადამიანთან ერთად.
მერწყულმა შესაძლოა აღმოაჩინოს, რომ დიდი ხნის მეგობარი ესიმპათიურება.
თევზები სრულ იდილიაში იქნება პარტნიორთან და საბოლოოდ დაისადგურებს მათ ურთიერთობაში ურთიერთგაგება, ბოლო პერიოდის სირთულეების შემდეგ.