კვირის ტაროსკოპი (28.01-02.02): ვისი ცხოვრება შეიცვლება მოულოდნელად ამ კვირაში?

კვირის ტაროსკოპი (28.01-02.02): ვისი ცხოვრება შეიცვლება მოულოდნელად ამ კვირაში?

ვერძი

ტაროს მიხედვით, ამ ნიშნით დაბადებულთა ყოფა ამ კვირაში საგრძნობლად შეიცვლება უკეთესობისკენ. მთავარია, შეინარჩუნოთ დაწინაურებული მდგომარეობა და არავის მისცეთ უფლება, უკან დაგხიოთ. სამსახურში ინდივიდუალიზმის გამოვლენა დაგჭირდებათ. შესაძლოა გაიჩინოთ ფარული მტრები. ისინი ეცდებიან ჭორაობით დაგაზარალონ მაშინ, როცა ყველაზე ნაკლებად ელით.
Astrologia

კურო

ტარომ აჩვენა, რომ იანვრის ბოლო კვირა და თებერვლის დასაწყისი კუროებისთის ფინანსური აღმავლობის პერიოდია. ვარსკვლავების მიერ ბოძებული შესაძლებლობის გამოსაყენებლად: შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი და იყავით თავდაჯერებულები. ამ ნიშნით დაბადებულებს, როგორც იქნა, დააფასებენ, არც საქებარ სიტყვებს მოაკლებენ და არც წახალისებაზე ეტყვიან უარს. შესაძლოა სამსახურში მოწინავე პოზიციებზეც კი გადაინაცვლონ.

Astrologia

ტყუპი

ტარო ტყუპს მკაცრად აფრთხილებს, რომ ისე მართებს წონასწორობის შენარჩუნება, როგორც არასდროს. ბევრი სადავო საკითხი იჩენს თავს, მოსალონდელია გაურკვეველ სიტუაციებში აღმოჩენა. ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და ავადმყოფებთან ურთიერთობას.  კარგი პერიოდია შვებულების ასაღებად და დასასვენებლად. ამ ნიშნით დაბადებული, რომელიც რთულ სტუაციაში აღმოჩნდა გასულ კვირას, ტაროს მიხედვით, მალე გამოსავალს იპოვის. მთავარია ყველა ალტერნატივა განიხილოს.

Astrologia

კირჩხიბი

ტაროს მიხედვით, გელოდებათ როგორც პოზიტიური და ასევე ნეგატიური ცვლილებები,საზოგადოებაში იმაზე მეტი პატივისცემის მოპოვებას შეძლებთ ვიდრე ახლა გაქვთ.ფინანსური კუთხით კირჩხიბებისთვის იანვრის ბოლო კვირა რთული იქნება, ეცადეთ რომ პოზიტიურად შეეგებოთ წინააღმდეგობებს. ემოციები დროებით დაივიწყეთ და ცივი გონებით განსაჯერთ,ნურავის, მითუმეტეს საკუთარ თავს, მისცემთ უფლებას წარმატებაში ხელი შეგიშალონ. საბოლოოდ, მიიღებთ მაინც, იმას რაც ცხოვრებისგან გსურთ.
Astrologia

ლომი

ლომებისთვის მთავარი სიმშვიდის შენარჩუნებაა. ტაროს მიხედვით, იანვრის ბოლო კვირაში ლომების ნაწილს ფიზიკური დაზიანება ელით, ასტროლოგები გირჩევენ,რომ ერიდოთ საეჭვო სიტუაციებს. ნუ წახვალთ ღამის კლუბში ან რესტორანში. მოერიდეთ გადაჭარბებული სიჩქარით მგზავრობას. კარგი იქნება თუ თავს სიყვარულის უფლებას მისცემთ და ახალ ურთიერთობას დაიწყებთ ადამიანთან, რომლის მიმართაც გულგრილი არ ხართ.
Astrologia

ქალწული

ქალწულს  მართვის შესანიშნავი უნარი აქვს, დროა საუკეთესოდ  გამოავლინოთ თქვენი უდრეკი ნებისყოფა და იბრძოლოთ ცხოვრების პოზიტიური კუთხით შეცვლაზე. თუ იანვრის ბოლო კვირაში შექმნით ოჯახს, მყარი და ბედნიერი თანაცხოვრება გელოდებათ. თებერვლის დასაწყისიდან  კი ყველაზე სასიამოვნო პერიოდი გელით.
Astrologia

სასწორი

დაკავდით სპორტით და საყვარელ მუსიკას ხშირად უსმინეთ. ტაროსკოპი გარწმუნებთ, რომ ნერვიულობა არაფერზე ღირს. ამ კვირაში საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო და

საპატივცემულო გახდებით. ყურადღებით იყავით სამსახურში, დროის რესურსი სწორად და ნაყოფიერად გამოიყენეთ.პირად ურთიერთობებში სიახლის ფაზაა, ისეთი ადამიანი გამოგიტყდებათ სიყვარულში,რომ გულწრფელად გაკვირდებათ.

Astrologia

მორიელი

იანვრის ბოლო კვირიდან უახლოესი მეგობრები თქვენი განწყობის ამაღლებაზე იზრუნებენ. პარტნიორი კი ისეთ თვისებებს გამოავლენენ, რომელიც თქვენში უნდობლობას აღძრავს. არ დაამყაროთ ადამიანებზე იმედები, რომ იმედგაცრუება არ იგემოთ. დროის დიდი ნაწილი ოჯახის წევრებს დაუთმეთ და ეცადეთ საერთო ენა გამონახოთ მათთან. ფინანსური თვალსაზრისით წარმატება გელოდებათ,შესაძლოა ბიზნესიც წამოიწყოთ.

Astrologia

მშვილდოსანი

ტარო გირჩევთ, რომ არ იმოქმედოთ სპონტანურად,აწონ-დაწონეთ თქვენი ქმედებები და გადაწყვეტილება ისე მიიღეთ. დროა მოიშოროთ ძველი უსიამოვნებები და ცხოვრებაში სიახლეები შეიტანოთ. თუ იანვრის ბოლო კვირის სირთულეებს დაძლევთ ვარსკვლავები საჩუქარს გპირდებიან: ეს შეიძლება იყოს მატერიალური დოვლათი ან ადამიანი, რომელზეც დიდხანს ოცნებობდით. მშვილდოსნების უმეტესობას ცვლილებები ელით, როგორც პირადი, ასევე კარიერული თვალსაზრისით.

Astrologia

თხის რქა

სამყარო თქვენს ხელში მოექცევა.იანვრის ბოლო კვირას ბევრი პოზიტიური და ლამაზი წუთი გელით,რომელსაც ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ღიმილით გაიხსენებთ.ნუ შეუშინდებით თამამი ნაბიჯების გადადგმას.იანვრის ბოლოდან თებერვლის შუა რიცხვებამდე,გარშემომყოფებს თქვენი დახმარება დასჭირდებათ.
Astrologia

მერწყული

იანვრის ბოლო კვირას გრძნობების მოზღვავებას იგრძნობთ, უსიამოვნებებს არ მისცეთ საშუალება იდილია დაგირღვიონ.გაანალიზეთ ყოველი სიტუაცია და გადაწყვეტილება ისე მიიღეთ, უარი თქვით იმ საქმის კეთებაზე რომელიც არ გიყვართ,დროა გადაერთოთ სასურველ სფეროზე.
Astrologia

თევზები

2019 წლის ბოლო კვირიდან  ადამიანებისთვის მაგალითი გახდებით! გარშემომყოფების ყურადღების ქვეშ მოექცევით. არნახული დაინტერესება გელით სრულიად უცხო ადამიანების მხრიდანაც. ეს თავდაჯერებულობას შეგმატებთ. ნუ შეუშინდებით პრობლემებს სამსახურში, გამოიჩინეთ დიპლომატიური უნარები და ეცადეთ სიტუაციებს აუღელვებლად შეხვდეთ.

სტატია მოამზადა თამარ ბოკუჩავამ

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?