მიხეილ ცაგარელი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი (7-13 იანვარი) ყველა ნიშნისთვის

მიხეილ ცაგარელი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი (7-13 იანვარი) ყველა ნიშნისთვის

ვერძი

სასიკეთო კვირაა კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და მომავალი გეგმების დასასახად, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გასამართად და ახალი პროექტების განსახორციელებლად. თუმცა, უმჯობესია აქტიურობა კვირის პირველ ნახევარში გამოიჩინოთ, რადგან 12 იანვრის შემდეგ მოულოდნელად შექმნილი პრობლემების დაძლევა მოგიწევთ.

Astrologia

კურო

აქტიური და პოზიტიური ცვლილებების მომტანია კვირის პირველი ნახევარი, როცა გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარება. შეძლებთ საკუთარი შესაძლებლობების, ნაკლისა და ღირსების ობიექტურად შეფასებას და იმიჯის, ბინის ინტერიერის შეცვლას, მნიშვნელოვანი შეხვედრების მოწყობას და საინტერესო ადამიანების გაცნობას. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და უცხოელებთან კონტაქტების გასაფართოებლად, ცოდნის შესაძენად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

Astrologia

ტყუპი

საკმაოდ რთული კვირაა, რადგან თავს ვერ დააღწევთ კონფლიქტს კოლეგებთან და განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებთან. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობისას, რადგან ურანისა და იუპიტერის დაპირისპირება ნეგატიურად აისახება თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე, მოიმატებს ეჭვიანობა, დაკარგავთ დაცულობის შეგრძნებას და ადამიანთა ნდობას, გაგიჭირდებათ საერთო ენის მოძიება გარშემომყოფებთან და იძულებული გახდებით ჩაებათ არასასიამოვნო დაპირისპირებაში. მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა გმართებთ ხელშეკრულებების და ოფიციალური დოკუმენტების გაფორმებისას, რათა არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომა. ეცადეთ შეაფასოთ მოვლენები ობიექტურად, არ აჰყვეთ ილუზიებს და ზედმეტად არ გაგიტაცოთ ოცნებებმა.

Astrologia

კირჩხიბი

მართალია, გაძლიერდება ენერგოტონუსი, მაგრამ მაინც გაგიჭირდებათ სირთულეების დაძლევა. ყველაზე მძიმე პლანეტების მარსისა და სატურნის დაპირისპირება განსაკუთრებით თქვენს ზოდიაქოს ნიშანზე აისახება ნეგატიურად და ხელს შეგიშლით გეგმების განხორციელებაში, კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში. არ ღირს ახალი პროექტების დაწყება და საქმიან პარტნიორებთან ხელშეკრულებების გაფორმება, რადგან ურთიერთგაგების შემცირების ფონზე მაღალია კონფლიქტების ალბათობა, რაც მნიშვნელოვნად შეარყევს თქვენს ავტორიტეტს და გაგიფუჭებთ რეპუტაციას.

Astrologia

ლომი

საკმაოდ რთულ და დატვირთულ კვირაში ვერ შეძლებთ მოდუნებას და დასვენებას, რადგან დაძაბულობა პირველ ნახევარში, კვირის ბოლოს კიდევ უფრო გაიზრდება. პრობლემები შეგექმნებათ სამსახურში, თავს ვერ დააღწევთ კონფლიქტს კოლეგებთან, რაც სერიოზულად შეარყევს თქვენს ავტორიტეტს. მით უფრო, რომ ურანის დაპირისპირება მზესთან და აღმავალ კარმულ კვანძთან უფრო მეტად დაამძიმებს კონფლიქტებს და გაამწვავებს უთანხმოებას. მაქსიმალურად აკონტროლეთ ხარჯები, მოერიდეთ ხელშეკრულებების გაფორმებას, რადგან არაა გამორიცხული მოტყუებული აღმოჩნდეთ და სერიოზულ ხიფათშიც გაებათ.

Astrologia

ქალწული

ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ კვირის პირველი ნახევარი, დაასრულოთ ყველა საქმე და განახორციელოთ მნიშვნელოვანი პროექტები, რადგან სწორედ ახლა გექნებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების, სასიკეთო ცლილებების განხორციელების და წარმატების მიღწევის შანსი. კვირის ბოლოს კი, იუპიტერის და ვენერას დაპირისპირება ნეპტუნთან ნეგატიურად აისახება თქვენს ურთიერთობაზე კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან, მაღალია უთანხმოების და კონფლიქტების წარმოშობის ალბათობა. თავი შეიკავეთ ზედმეტი პირდაპირობისა და გარშემო მყოფთა კრიტიკისგან, პრეტენზიის გამოთქმისა და სარკასტული გამონათქვამებისგან, რადგან აუცილებლად საპასუხო რეაქციას მიიღებთ, რაც სერიოზული დაპირისპირების მიზეზი გახდება.

Astrologia

სასწორი

პოზიტიურ კვირაში არ გაგიჭირდებათ გარშემო მყოფებთან საერთო ენის მოძიება და პრობლემების უმტკივნეულოდ დაძლევა. კარგი პერიოდია ბინის ინტერიერის შესაცვლელად, ხანმოკლე მოგზაურობისა და ახლობლებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. არაა გამორიცხული გაგიტაცოთ რომანტიკულმა თავგადასავლებმა და შეიძინოთ ახალი სასიყვარულო პარტნიორი. მაქსიმალურად გამოიყენეთ კვირა, რადგან 13 იანვრის შემდეგ ნაკლებად პოზიტიური პერიოდი დაიწყება, როცა მოულოდნელი ნეგატიური ცვლილებები სულსწრაფი მოქმედებებისკენ გიბიძგებთ და შეცდომებსაც დაგაშვებინებთ.

Astrologia

მორიელი

მეტად იღბლიან კვირაში გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. წარმატებით გამართავთ საქმიან შეხვედრებს და მოლაპარაკებებს, არ გაგიჭირდებათ გარშემო მყოფებთან საერთო ენის მოძიება და ძველი უთანხმოების მოგვარება. არაა გამორიცხული გაიცნოთ შეძლებული, გავლენიანი სპონსორები, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებიან იდეების განხორციელებაში. კარგი პერიოდია პირადი ცხოვრების შესაცვლელად და მატერიალური პრობლემების მოსაგვარებლად. თუმცა, 13 იანვრიდან სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება, რადგან ვერ ასცდებით კოლეგებთან კონფლიქტსა და დაპირისპირებას, თავს შეგახსენებენ ძველი პრობლემები და დაუსრულებელი საქმეები, რაც სერიოზული ხარჯის და შესაძლოა ფინანსური დანაკარგის მიზეზიც გახდეს.

Astrologia

მშვილდოსანი

სასიკეთო კვირაა ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად და შემოსავლის ალტერნატიული წყაროების მოსაძიებლად, კარიერული განვითარებისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, მოგზაურობისა და უცხოეთში საქმიანი კავშირების გასაფართოვებლად. თუმცა 13 იანვრის შემდეგ თავს შეგახსენებენ შეუსრულებელი ვალდებულებები და გაუსტუმრებელი ვალები. იძულებული გახდებით ყველა გადაწყვეტილება კარგად გათვალოთ და მაქსიმალურად მოერიდოთ ავანტიურულ, სულსწრაფ მოქმედებას.

Astrologia

თხის რქა

აქტიური და დინამიკური კვირაა, რადგან თავისუფლად შეძლებთ შემოქმედებითი პოტენციალის და ორგანიზატორული ნიჭის სრულად გამოვლენას, კარიერულ განვითარებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ახალი იდეების ჩამოყალიბებას და პროექტების განხორციელებას. თუმცა, საპასუხისმგებლო არჩევანის წინაშე აღმოჩენილს მოგიწევთ გადაწყვეტილების სწრაფად მიღება, რათა ხანგრძლივი ფიქრი არ გახდეს შეცდომის დაშვების მიზეზი. მაქსიმალურად გამოიყენეთ კვირა მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად, რადგან გააქტიურებული მტრები და მოშურნეები 13 იანვრის შემდეგ არ მოგცემენ მოქმედების საშუალებას. მოიმატებს ინტრიგები და ჭორები, კონკურენტულ ბრძოლაში კი, ძალიან გაგიჭირდებათ თანამოაზრეთა მოძიება და ოპონენტთათვის წინააღმდეგობის გაწევა.

Astrologia

მერწყული

დაასრულეთ ძველი საქმეები და მოაგვარეთ ყველა პრობლემა ამ კვირაში, რადგან 13 იანვრიდან ძალიან გაგიჭირდებათ სტაბილურობის შენარჩუნება, მოგიწევთ მაქსიმალური სიფრთხილისა და თავშეკავების გამოჩენა, რადგან ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირა იქნება მთელი წლის განმავლობაში. უსიამოვნებებს მოგიტანენ ფარული მტრები და მოშურნეები, რეპუტაციას შეგილახავენ ჭორები,ზედმეტი ხარჯი კი, ფინანსური დანაკარგის მიზეზი გახდება, რაც სერიოზულად შეარყევს თქვენს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას და ნეგატიურად აისახება გუნება-განწყობაზე.

Astrologia

თევზები

მშვიდ და სტაბილურ კვირაში მარტივად გამონახავთ საერთო ენას გარშემო მყოფებთან, ურთიერთობას გააუმჯობესებთ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და არაა გამორიცხული გაიცნოთ გავლენიანი მფარველები, ვინც მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენი წინსვლისა და წარმატების შანსებს. კარგი პერიოდია შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის, ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად და ახალი პროექტების დასაწყებად, თუმცა 13 იანვრიდან მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ, რადგან პარტნიორებთან და ხელმძღვანელებთან ინტერესთა კონფლიქტის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ საკუთარი უფლებების დაცვა, პრობლემები შეექმნება თქვენს წინსვლას და შემდგომ განვითარებას.

* გეომაგნიტური დღე – 7, 8, 10 და 13 იანვარი.

წყარო

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?