ლიდერი ზოდიაქოს ნიშნები

ლიდერი ზოდიაქოს ნიშნები

ადამიანს დაბადებიდან დაჰყვება. აზრი არ აქვს იმის მტკიცებას, რომ ზრდასრულ ასაკში სხვადასხვა ტიპის ტრენინგებითა და ფსიქოლოგიური ზემოქმედებით შეიძლება შედგეს ადამიანში ლიდერი. დომინანტური საწყისი ჩვენში ჩანასახიდანვე უნდა განვითარდეს, ამ აზრს იზიარებს ასტროლოგიაც. არსებობენ ნიშნები, რომელთა ხასიათშიც დაბადებიდანაა ჩადებული ლიდერობისა და მართვის ნიჭი. მათთვის დომინანტური, ხელმძღვანელი პოსტი არ არის არც დამთრგუნველი, არც ზედმეტი პასუხისმგებლობა...

წარმოგიდგენთ საუკეთესო სამეულს:

ვერძი

- ზოდიაქოს პირველი ნიშანი და ყველაფერზე "რქებით წამსვლელი" ტიპია. არ აქვს მნიშვნელობა ქალია იგი თუ მამაკაცი, ლიდერად თითქმის ყველა ვერძი იბადება ერთმნიშვნელოვნად. მიუხედავად იმისა, რამდენად უწყობდნენ ხელს ბავშვობიდან მასში ამ თვისებების განვითარებას იგი მუდმივად ახერხებს მოექცეს ყურადღების ცენტრში, თუ კარგი არა ცუდი საქციელით მაინც (ხულიგნობით, ბუნტისთავობით, სიანჩხლით). თუმცა, თუკი ვერძი დადებითად განვითარდა, მისგან დგება ლიდერი, რომელსაც გააჩნია უნარი ასობით ადამიანი წააქეზოს მოქმედებისკენ. ის ბუნებით რევოლუციონერია. შესაბამისად, მარტივად მოახერხებს აიყოლიოს საზოგადოება. მისი აქტიური, დინამიკური ხასიათი, სიალალე და დაუღალავი ოპტიმიზმი, ადამიანებს მოტივაციით აღავსებს. ამიტომ ასეთ ლიდერს ბევრი უპირობოდ მიჰყვება.

ლომი - დაბადებიდანვე გრძნობს თავს სამეფო სისხლის მონარქად. ლომს სიამაყე და გრაციოზულობა სისხლში აქვს გამჯდარი. იგი ხშირად ბევრ რამეს დებს სასწორზე, საზოგადოებაში საკუთარი რეპუტაციის გასამყარებლად. ლომებს უყვართ მართვა და უყვართ ზოგადად სხვების მფარველობა. ასე ისინი თავს უფრო ძლიერ ადამიანებად გრძნობენ. ამასთან ერთად, მათ აქვთ საოცარი ორგანიზატორული ტალანტი, რის ხარჯზეც კარგად ახერხებენ ჯგუფის ლიდერობას და დაქვემდებარებულებს შორის, პრიორიტეტების სწორად გადანაწილებას. მათი ამაყი და თავმოყვარე ბუნება, მართვასა და დიქტატურაში იდეალურად ვლინდება.

თხის რქა - მშრომელი, ჯიუტი და პრინციპული ნიშანია. მისთვის არ არსებობს გადაულახავი დაბრკოლება ან მიუღწეველი მიზანი. ამიტომ თხის რქებს საუკეთესოდ გამოსდით ლიდერობა, მართვა და შენება. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს აქვთ კიდევ ერთი, ძალზე დადებითი თვისება, ისინი უზომოდ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით არიან დაჯილდოებულნი, რაც ეხმარება თხის რქას ნებისმიერი საქმის ბოლომდე მიყვანაში. ის უზომოდ ბევრს სთხოვს სხვებს, მაგრამ გაცილებით უფრო მომთხოვნია საკუთარი თავის მიმართ. კარგად ესმის კოლეგიალობის პრინციპი, თუმცა არც ბიუროკრატიულ მექანიზმებში შეეშლება რამე. მეგობრულია, მაგრამ არავის უყადრებს თავს ზედმეტად.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?