და ხასიათით განსხვავებულები არიან. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით მათი დაყოფა საინტერესო ინფორმაციას გვაძლევს თითოეულ მათგანზე, თუმცა არსებობს სულ სხვა კლასიფიკაცია, რომელიც დაბადების თვის მიხედვითაა შედგენილი და ძალზე საინტერესო დეტალებს აღმოგაჩენინებთ საკუთარ თავში... მაშ ასე, მივყვეთ სტატიებს თანმიმდევრობით
მაისი
ქვა - ზურმუხტი
ძაღლი - ბორდერ-კოლი
ყვავილი - მაისის ტიტა
სურნელი - სახლში გამომცხვარი ბანანის პუდინგი
ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები, მოკრძალებული, მშვიდი და სისადავით გამორჩეული ინდივიდები არიან. მათ უმრავლესობას აქვს უნარი საკუთარ ინტერესებზე წინ სხვების მოთხოვნები დააყენოს. მსუბუქად ფიცხები და ემოციურებიც არიან ამ დროს. ამასთან ერთად, გამოირჩევიან სიჯიუტითა და პრინციპულობით, თუკი საქმე მათ მიერ დასახულ მიზნებს ეხება. გულკეთილები და მოსიყვარულეები არიან, მუდმივ მზადყოფნაში დაეხმარონ სხვებს. არიან ასევე გურმანები, გართობისა და დასვენება-დროსტარების დიდი მოყვარულები. მოკლედ, კარგად ესმით "ცხოვრების გემო".
ამ ეტაპზე ალბათ გეჩვენებათ, რომ ცხოვრება განუწყვეტელი ბრძოლისა და თვითგადარჩენის აუცილებლობაა. შესაძლებელია, ზუსტად ახლა თქვენი ყოველდღიურობა სავსეა მომაბეზრებელი ვალდებულებებითა და საზრუნავით. თუმცა, მალე ეს მდგომარეობა შეიცვლება. უსმინეთ საკუთარ გულს, ასევე ყური უგდეთ თქვენთვის საყვარელი ადმაიანების რჩევას. შეხედეთ სირთულეებს როგორც სამომავლოდ დაგროვილ დიდ და ფასეულ გამოცდილებას. წინ მოულოდნელი ცვლილებები და დიდი სიურპრიზი გელით. ხოლო წარსულს, როგორც მძიმე ტვირთს, მალე აღარც გაიხსენებთ.