მარტის ჰოროსკოპი: იღბალი, სიყვარული, ფინანსები, კარიერა

მარტის ჰოროსკოპი: იღბალი, სიყვარული, ფინანსები, კარიერა

ვერძი

კარიერული თვალსაზრისით მარტი წარმატების მომტანი იქნება. ვერძები, რომელთა ნაწილი უკმაყოფილოა ამჟამინდელი საქმიანობით, სამსახურის შეცვლას გადაწყვეტს. ეს შესაძლოა ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდეს, ხშირად გაგიჩნდებათ ფარ-ხმალის დაყრის სურვილი, თუმცა გახსოვდეთ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ახალი საქმიანობის წამოწყებამდე გაუფრთხილდით ჯიბეს, ერიდეთ თანხის დაბანდებას. თუ არ დანებდებით, აუცილებლად იპოვით ისეთ ადგილს, სადაც თქვენი შრომა დაფასდება.

კურო

სტაბილურობას მოყვარული კურო მარტის შუა რიცხვებიდან ხშირად აღმოჩნდება ახალ გარემოში, სადაც შესაძლებლობების გამოვლენა მართებს. ნუ დაიმორცხვებთ, იყავით გაბედული და მკაფიოდ დააფიქსირეთ საკუთარი მოსაზრება. უახლოეს მეგობართან კონფლიქტი გელით, რა თქმა უნდა, ეს უარყოფითად აისახება კუროზე. თავს მოერიეთ და კონცენტრირდით საქმეზე. ხელიდან არ გაუშვათ ბედისწერისგან მიღებული შანსი.

ტყუპი

უეცრად ძალიან საჭირო აღმოჩნდება თქვენი მოსაზრებები. გელით მნიშვნელოვანი შეხვედრები, სადაც საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ, ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა სამსახურიც შემოგთავაზოთ. გამოავლინეთ კომუნიკაციის უნარი, თუ მათთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებას შეძლებთ თქვენი ცხოვრება მატერიალურად საგრძნობლად გაუმჯობესდება. ის ტყუპი, რომლებიც მარტში შვებულების მოწყობას გეგმავს, გირჩევთ ეს დრო ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან გაატაროთ.

კირჩხიბი

მარტში კირჩხიბის ძალაუფლება გაიზრდება და სიტუაციების მართვას შეძლებს. ამ მომენტს დიდხანს ელოდა და ძლივს თოკავდა ფარულ ამბიციას. ერთდროულად უამრავი იდეა დაგიპყრობთ, რომელთა განსახორციელებლად რამდენიმე საიმედო პარტნიორის დახმარება დაგჭირდებათ.  გაითვალისწინეთ, წარმატების მისაღწევად საჭიროა გუნდური მუშაობა. მოუცლელობის გამო შესაძლოა ახლობლებმა "დაგტუქსონ". მართალია, შენიშვნების მოსმენა არ გსიამოვნებთ, მაგრამ ნუ გააპროტესტებთ.

ლომი

შრომისმოყვარე ლომების ცხოვრებაში, ნანატრი პერიოდი დგება, სამსახურში დააწინაურებენ და ისეთ წარმატებას მიაღწევენ, რაზეც არასდროს უოცნებიათ. ლომების ნაწილი კომპანიის ხელმძღვანელები გახდებიან. ახალ გარემოში შესაძლოა ცხოვრების მეგზურიც იპოვოთ და სამსახუროებივი რომანიც განვითარდეს, ის ლომები კი რომელთაც, პარტნიორი დიდი ხნის არჩეული ჰყავთ განსაკუთრებული ყურადღებითა და ძვირფასი საჩუქრებით გაანებივრებენ.

ქალწული

ქალწულები ხშირად აღმოჩნდებიან დილემის წინაშე, როგორც სამსახურში ასევე ოჯახში. ზოგიერთი მათგანი, სახლიდან წასვალსაც გადაწყვეტს, იყავით მომთმენი და ეცადეთ კონფლიქტურ სიტუაცებს აუღელვებლად შეხვდეთ. ნერვიულობამ შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ. იმისთვის,რომ უთანხმოება აირიდოთ, ერთადერთი გამოსავალი შვებულების აღება. გაემგზავრეთ დასასვენებლად, რაც უფრო შორს წახვალთ მით უკეთესი.

სასწორი

მარტში მერყევი აღარ იქნებით, უჩვეულო შინაგან თავისუფლებას და ბალანსს იგრძნობთ. ყველა წინააღმდეგობას გადალახავთ, თუ რეჟიმში ჩადგებით. თვითრეალიზების უამრავი შანსი მოგეცემათ. ნუ მიიღებთ სპონტანურ გადაწყვეტილებებს. სიტუაცია, რომელშიც იმყოფებით, აუღელვებლად შეაფასეთ. რაც შეეხება პირად ურთიერთობას, მარტოხელა სასწორებს სერიოზული სასიყვარულო რომანი ელით. კარგი იქნება, თუ თქვენს რჩეულს ოჯახის წევრებს გააცნობთ, ამით ხელს შეუწყობთ ურთიერთობის გაღრმავებას.

მორიელი

მარტში ვარსკვლავები ყველაზე მეტად მორიელს წყალობს. ხელსაყრელი პერიოდია ცხოვრების  სუფთა ფურცლიდან  დასაწყებად. მთავარია, ირწმუნოთ საკუთარი თავის, თუ იშრომებთ,  კარიერული წინსვლა და ფინანსური სარგებელი გარანტირებული გაქვთ. ყურადღებას ნუ მიაქცევთ კოლეგების დამოკიდებულებას, მათ შურთ თქვენი.

მშვილდოსანი

მშვილდოსნების ნაწილი საქმიანობის შეცვლას მოინდომებს, რითაც უფროსს ძალიან გაანაწყენებს. სამსახურეობრივი უთანხმოება გარდაუვალია. ეცადეთ საქმე კონფლიქტის გარეშე მოაგვაროთ. თუ დარწმუნებული ხართ, რომ კომპანიიდან წასვლა თქვენს კეთილდღეობაზე აისახება, უკან არ დაიხიოთ. ახალი საქმის წამოწყების შემთხვევაში ინტელექტუალურად განვითარდებით და ჩაერთვებით ახალ პროექტებში.

თხის რქა

თხის რქები ორიენტირებული უნდა იყვნენ საკუთარ მდგომარეობაზე. დროა ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვეთ, ეცადეთ დაიცვათ სწორი კვების რეჟიმი. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ჩვეული გაციებაც შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებულთა ნაწილი სამსახურს დაკარგავს და ფინანსური პრობლემი ელით. ისინი ვინც დაოჯახებულია, ნანატრს ჰარმონიულ ურთიერთობას დაამყარებს მეუღლესთან.

მერწყული

მეწყულისთვის მარტი არაჩვეულებრივად წარიმართება. თქვენი შრომისუნარიანობა შედეგს გამოიღებს და პატივისცემას დაიმსახურებს. თქვენით დაინტერესდებიან მტრულად განწყობილი კოლეგები. თუ არ გსურთ, რომ ხათაბალაში გაეხვიოთ, სრულად შეისწავლეთ მათ მიერ შემოთავაზებული საქმის დეტალები. მთელ თვეს პოზიტიური განწყობით გაატარებთ და სირთულეებსაც გაცილებით უფრო მარტივად გადალახავთ, ვიდრე სხვები.

თევზები

ცხოვრების შეცვლის შესაძლებლობა გეძლევათ, განსაკუთრებული მონდომება გმართებთ. შესაძლოა უცხოელ პარტნიორთან დაამყაროთ გრძელვადიანი მოლაპარაკება. თუ გსურთ, რომ თქვენში პროფესიონალიზმი წარმოჩინდეს, საქმეზე მაქსიმალური კონცეტრაცია გმართებთ. თუმცა, უყურადღებოდ ნუ დატოვებთ საყვარელ ადამიანს. სწორედ მისი დახმარებით შეძლებთ საჭირო ძალა და ენერგია აღმოაჩინოთ საკუთარ თავში.

მოამზადა თამარ ბოკუჩავამ

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?