რომანტიკულად, ზოგს ფიფქებისგან გადათეთრებული არემარე ესიმპათიურება, ვიღაცას კი მზიანი ამინდის გარეშე ემართება დეპრესია... მოდით, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით განვსაზღვროთ, ამა თუ იმ ნიშნისთვის დამახასიათებელი კლიმატურ-მეტეოროლოგიური მიდრეკილებები...
ვერძი – ვერძების უმრავლესობა აქტიური, დინამიკური ცხოვრების წესით ცხოვრობს. ამიტომ თუ ვერძს საქმე აქვს გასაკეთებელი, ვულკანის ამოფრქვევაც კი ვერ შეუშლის ხელს მას ამაში. თუმცა უპირატესობას ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მაინც ცხელ, მზიან ამინდს ანიჭებენ.
კურო – კუროებს კომფორტი უყვართ, აქედან გამომდინარე ამინდის გაუარესება და დისკომფორტი მათთვის სინონიმებია. შესაბამისად, მზიანი, თბილი ამინდია კუროსთვის ყველაზე მისაღები.
ტყუპი – ტყუპის ძირითადი ნაწილი გრილი ამინდის მოყვარულია. ამიტომ მათთვის საყვარელი პერიოდი, როგორც წესი გაზაფხული ან შემოდგომაა.
კირჩხიბი – კირჩხიბი ოჯახური სიმყუდროვის მოყვარული ნიშანია. ამიტომ სამსახურშიც ცდილობს მოიწყოს "შინაურული გარემო", თავისი ყავის სმითა და სასუსნავებით. შესაბამისად, მისთვის მოღრუბლული ამინდიც კომფორტულია, თუკი სახლში და სამუშაო ადგილზე სიმყუდროვე ეგულება.
ლომი – ლომების უმრავლესობას ამქვეყნად ყველაზე მეტად მზე, ზღვა და გართობა უყვარს. ამიტომ ლომის საყვარელი ამინდი რა თქმა უნდა ცხელი ზაფხულის მზიან დღეებს უკავშირდება. ლომი ზამთარში და შემოდგომის აუტანელ, წვიმიან სეზონზე მოწყენილი და დეპრესიულია.
ქალწული –
ქალწულები ბუნებით "პეწენიკები" არიან. ამიტომ მათთვის ნერვოზის ტოლფასია სახლიდან გამოსულს ფეხსაცმელი ან სამოსი თუკი ესვრებთ წვიმის ან ტალახის გამო. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა მათთვის უნალექო ამინდია ყველაზე მისაღები.
სასწორი – სასწორი ბუნებით ესთეტი და სილამაზის მოყვარულია. ამ ადამიანებს უყვართ მეგობრებთან ერთად ჩაის სმა, რომანტიული გარემო და ბაასი ათასგვარ საჭირბოროტო თემაზე. შესაბამისად, სასწორისთვის ყველაზე საყვარელი პერიოდი შემოდგომის თბილი, მზიანი დღეებისას დგება.
მორიელი – მორიელები, როგორც წესი ცხოვრებას არასოდეს უყურებენ ვარდისფერი სათვალეებით. ამიტომ მათთვის უამინდობა, იშვიათადაა უგუნებობის მიზეზი ან რაიმე მხრივ ხელის შემშლელი ფაქტორი. ისე კი ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ყველაზე მეტად ცივი, მშრალი ჰავა იზიდავთ.
მშვილდოსანი – მშვილდოსანი ბუნებით მოხეტიალე და მაწანწალაა. ამიტომ მისთვის ამინდს არსებითი მნიშვნელობა არასოდეს აქვს თუკი სადმე გამგზავრება განიზრახა. მთავარია, გარშემო მხიარული კომპანია ეგულებოდეს.
თხის რქა – თხის რქა ქალწულის მზგავსად, მოწესრიგებლი და თავმომწონე ნიშანია. ამიტომ მისთვის გარკვეული დისკომფორტის მომტანია უამინდობა. თუმცაღა გასაოცარი ამტანობის და მოთმნების წყალობით, თხის რქებს წუწუნი არასოდეს ახასიათებთ, სიცივის ან სიცხის გამო.
მერწყული – მერწყულს, როგორც წესი ყველაფერი იზიდავს რაც ექსტრავაგანტურია და ნორმის ფარგლებიდან ამოვარდნილი. ამიტომ უამინდობაზე მეტად მას ცუნამი, კომეტის ჩამოვარდნა ან მზგავსი სახის სანახაობა გაიტაცებს. რაც შეეხება ამინდს, იგი ნებისმიერ ამინდში კარგად იგრძნობს თავს თუკი გარშემო საინტერესო ადამიანების გარემოცვა ეგულება.
თევზები
– რომანტიული, სენტიმენტალური და ემოციური თევზების უმრავლესობა, როგორც წესი არასოდეს ღიზიანდება წვიმიანი ან მოღრუბლული ამინდით. უფრო მეტიც, ეს მათთვის მორიგი საბაბია საიმისოდ, რომ მეგობრებთან ერთად ჭიქა ყავის ან ლუდის დასალევად მიაშუროს, რომელიმე მყუდრო დაწესებულებას.