მიხეილ ცაგარელი: რას გიმზადებთ კოსმოსი ამ კვირაში, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

მიხეილ ცაგარელი: რას გიმზადებთ კოსმოსი ამ კვირაში, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

"საგანგებო განცხადებით მოვდივარ, გაფუჭდა ამინდი, რაც იმას ნიშნავს, რომ შევედით უარყოფით ენერგოველში, რომელიც ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. საკმაოდ რთული და კრიზისული პერიოდი დაიწყო მსოფლიოში და არა მარტო საქართველოში. კრიზისი შეეხება ფინანსურ საკითხებს, ვალუტა იხტუნავებს და ფასებსაც შეეხება. დაძაბულობა იქნება სამთავრობო წრეებში, ცვლილებების პერიოდი ისევ გარძელდება. ასევე პრობლემები იქნება სოციალურ სფეროში და პედაგოგიურ საქმიანობაში. იყავით რაც შეიძლება ფრთხილად. ყურადღება ჯანმრთელობას. ამ კვირაში, 14 რიცხვი გვაქვს სავსემთავრეობა, რაც ძალიან ფრთხილად უნდა გავიაროთ." - განაცხადა ცაგარელმა "იმედის დილაში".

რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს.

ვერძი - თავს ძალიან კარგად ვერ გრძნობთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქმეს ვერ გააკეთებთ, პირიქით, შეიძლება ძალიან კარგი მატერიალური დივიდენტებიც მიიღოთ და მატერიალურ საქმიანობაშიც ჩაერთოთ, ოღონდ ერთი თხოვნაა, "შვიდჯერ გაზომეთ, ერთხელ გაჭერით". კარგი იქნება თუ არ გადაუხვევთ აღებულ გეზს, ეს არ არის ამ თვის კარგი პერიოდი, ამიტომ ახალ საქმეებს და პროექტებს ახლა ნუ დაიწყებთ. ამისთვის საუკეთესო დრო ჯერ არ მოსულა. ეს იქნება 23 რიცხვის შემდეგ.

Astrologia

კურო - სიზარმაცესთან ერთად სიჯიუტე მატულობს და არ უნდა დამორჩილება არავისთან, პირიქით, ცდილობს თავისი ჯიუტად გაიტანოს და არავის დაემორჩილოს. უამრავ კონფლიქტს ქმნის, როგორც სახლში, ასევე სამსახურში, მაგრამ ამავდროულად ენერგოტონუსი მაღალია. ჯანმრთელია, ენერგიულია, კარგად შეუძლია იმუშავოს, მაგრამ მას აკლია დიპლომატიურობა, რაც ხელს უშლის. კუროებო, პირდაპირ შუბლში ნუ მიახლით ადამიანებს რასაც ფიქრობთ, თორემ აწყენინებთ.

Astrologia

ტყუპი - ერთ-ერთი დაძაბული პერიოდი აქვთ. ენერგოტონუსი დაბალია და ფსიქოემოციური არასტაბილურობის გამო, შესაძლოა შეცდომები დაუშვას, ამას ემატება სულსწრაფობა და პარტნიორული კონფლიქტების მაღალი ალბათობა. ილუზიების ფერხულში ვარდება და ზღვარგადასული ფანტაზია ხელს უშლის პრაგმატულ აზროვნებას და მოქმედებას. არ გირჩევთ გრანდიოზულ განსაკუთრებულ ახალ პროექტებში ჩართვას, ახალი რეფორმების დაწყებას, თუ მაინცდამაინც 23 რიცხვის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ.

Astrologia

კირჩხიბი - ენერგოტონუსი მაღალი გაქვთ, გადასარევად გამოიყურებით. შეგიძლიათ აქტიური მოქმედება, ინიციატივის გამოჩენა, ბიზნესსექტორში წარმატების მიღწევა. შემოქმედებითი წარმატებები. მაგრამ საერთო ნეგატიური გამოვლინება აუცილებლად მოქმედებს თქვენნაირ ემოციურ ნატურაზე, რაც გამოვლინდება ცოტა გაღიზიანებაში, ეს იქნება ოჯახში, ან სამსახურში. და კიდევ, გეჩქარებათ, რაც თქვენ საერთოდ არ გახასიათებთ. გინდათ უცბად მიაღწიოთ თქვენი პროექტების განხორციელებას და ეს უცებ შეცდომაა. დაეყრდენით ინტუციას, აკონტროლეთ ემოცია და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.

Astrologia

ლომი - ბიზნესექტორში წარმატებების შანსი აქვს და შეიძლება მატერიალური დივიდენტები მოიპოვოს, მაგრამ ადვილად ენდობა ადამიანებს და შეიძლება მოტყუების ფერხულში აღმოჩნდეს. გადაამოწმოს ნებისმიერი ინფორმაცია და მაშინ უფრო მდგრადად და კარგად იგრძნობს თავს. მოგზაურობისა და ცხოველებთან კონტაქტისთვის ძალიან კარგი პერიოდია.

Astrologia

ქალწული - კვირის ფავორიტია. ენერგოტონუსი არნახულად მაღალი, მზე ახლა გადის სწორედ ქალწულის ზოდიაქოს. აქტიურია, ენერგიულია, შრომისუნარიანი, ინიციატივიანია, შეუძლია მატერიალური დივიდენტები მიიღოს, პროფესიულად განვითარდეს, მაგრამ მასაც აქვს ერთი შეცდომა, ძალიან პრეტენზიულია სხვათა მიმართ, ასევე ძალიან მომთხოვნი და პირდაპირი, რამაც შეიძლება საპასუხო რეაქცია გამოიწვიოს.

Astrologia

სასწორი - ყევლაზე ცუდი პერიოდი აქვთ. გაუფრთხილდით საკუთარ თავს, ენერგოტონუსი კლებულობს, ჯანმრთელობა არამდგრადია. ფარული მტერბი, ინტრიგები ყველაფერი თქვენ საწინააღმდეგოდ ორმაგად აგორებულია. 23 რიცხვამდე ძალიან ფრთხილად გაიარეთ ეს პერიოდი, ზედმეტი გადატვირთვის გარეშე. არავითარი მნიშვნელოვანი საქმის დაწყება და ახალი პროექტები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ.

Astrologia

მორიელი - მას შეუძლია მოიპოვოს კარგი დივიდენტები, საქმე გააკეთოს, "მიდგეს-მოდგეს და ხალხი შეაწუხოს" და პროფესიონალურადაც წავიდეს წინ, მაგრამ განსაკუთრებული ლტოლვა აქვს გართობისა და დროს ტარებისადმი, რის გამოც შესაძლოა ფინანსურადაც დაზარალდეს და ბევრი შეცდომაც დაუშვას. ამიტომ ამ ტენდენციების მიმართ ცოტა ყურადღებით იყოს.
Astrologia

მშვილდოსანი - მისი მთავარი პრობლემაა არნახული ამბიციები, უნდა სხვა მოახვიოს საკუთარი ნება-სურვილი სარკასტულად, რაც შეიძლება გახდეს მთავარი მიზეზი და გამომწვევი კონფლიქტებისა, მაგრამ ფინასნურად შეიძლება კარგად იგრძნოს თავი. საქმე კარგად გააკეთოს. მოგზაურობისთვის, უცხოელებთან კონტაქტისთვის ძალიან კარგი პერიოდია. შანსები აქვს, მაგრამ აი, ეს თვისებები, რომლებიც ახლა აღვნიშნეთ, სულსწრაფობასთან ერთად, ძალიან უშლის ხელს წინსვლასა და განვითარებაში.

Astrologia

თხის რქა - ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნიშანი. ენერგოტონუსი მაღალი აქვს, შეუძლია ყველას დაუმტკიცოს რაც უნდა. ამ კვირაში აქვს შანსი, რომ არგუმენტირებულად დაგიდოთ ყველა ფაქტი წინ. მას აქვს ერთი ხიფათი, გრძნობს, რომ კარგია, ძლიერია, წარმატებულია, მაგარია და სხვისი მანიპულირების სურვილი უჩნდება, რაც შეიძლება დიქტატორულ ტენდენციებში გადავიდეს და გახდეს საპასუხო რეაქციების და კონფლიქტების საბაბი.

Astrologia

მერწყული - ძალიან კარგი გენერატორები არიან იდეებისა, მაგრამ ენერგოტონუსი შემცირებული აქვთ და ზედმეტს თავიანთ თავზე ნუ აიღებენ. რაც შეიძლება მეტი დაისვენეთ შეძლებისდაგვარად და ყოველგვარი სულსწრაფობის გარეშე იმოქმედეთ. გახსოვდეთ, რომ ახლობლებთან, კოლეგებთან, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან გაღიზიანების ფონზე კონფლიქტების ალბათობა მაღალია.

Astrologia

თევზები - ენერგოტონუსი არ არის ცუდი. აქტიურია, ენერგიულია, შეუძლია შრომისუნარიანობა გამოავლინოს, მაგრამ პრეტენზიები სხვათა მხრიდან მათდამი მატულობს, შეიძლება მეგობრების მხრიდან, ახლობლების მხრიდან. კრიტიკის ფერხულში ვარდება ის, რაც აღიზიანებს და ნერვებს უშლის მას. თუმცა მიდრეკილება განსაკუთრებით წარმატებული ადამიანებისადმი ექნება დიდი. გაუფრთხილდეს ნერვულ სისტემას, ნერვული სისტემა სუსტია, მაგრამ ენერგოტონუსი აძლევს საშუალებას, რომ მეტ-ნაკლებად მშვიდად გაიაროს ეს პერიოდი.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?